სასწავლო კურსი: ბავშვის განვითარების შეფასება ET 6-6 R სკრინინგ-ტესტით

“მრჩეველის” პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური გთავაზობთ 6 თვიდან 6 წლამდე ბავშვის განვითარების გერმანული სკრინინგ-ტესტის ET 6-6 R-ის სასწავლო კურსს. 

ტესტი 10 წელზე მეტია ტარდება გერმანიაში, იაპონიაში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ჩვენი პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური უკვე 3 წელზე მეტია იყენებს ET 6-6 R-ს ბავშვთა განვითარების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისთვის. სკრინინგ-ტესტი ქართული პოპულაციისთვის სტანდარტიზებულია ქართველი ფსიქოლოგების თეონა ლოდიას, ლუიზა არუთინოვასა და სოფო დოლიძის მიერ.

ET 6-6 R განკუთვნილია 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების სკრინინგისთვის და მოიცავს განვითარების ხუთ მნიშვნელოვან სფეროს:

  • ნატიფი მოტორიკა
  • უხეში მოტორიკა
  • შემეცნებითი უნარები
  • ენა და მეტყველება
  • სოციალურ-ემოციური განვითარება
ვისთვის არის კურსი?

კურსი განსაკუთრებით საინტერესო იქნება:

  • პედიატრებისა და სხვა ექიმებისთვის
  • ფსიქოლოგებისთვის
  • ბაღისა და დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის
  • ბავშვებთან მომუშავე სხვა სპეციალისტებისთვის
  • მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაეცნონ ბავშვის განვითარების ეტაპებს
რას შეისწავლით კურსზე?

კურსის ფარგლებში გაეცნობით ET 6-6 R-ის სტრუქტურას, მისი ჩატარებისა და შედეგების შეფასების პრინციპებს.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:
  • გააანალიზოთ მიღებული შედეგები
  • დამოუკიდებლად ჩაატაროთ ტესტი და გააკეთოთ შედეგების ინტერპრეტაცია.

კურსი ჩატარდება: 20, 21 და 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე (ჯამში 3 ორსაათიანი შეხვედრა).
მისამართი: დანიელ ჭონქაძის 29ა, „მრჩეველის“ პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური.

ამ ეტაპზე, მონაწილეობა უფასოა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 72 22 20

 

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში