ჩემი მრჩეველი – ლაბორატორიული კვლევის შედეგების ნახვა უკვე ციფრულ პლატფორმაზეა შესაძლებელი

„მრჩეველის“ ლაბორატორიული კვლევის შედეგების ნახვა უკვე ციფრულ პლატფორმა ჩემს მრჩეველშია შესაძლებელი.

თუ აქამდე პაციენტი ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მხოლოდ ერთ, კონკრეტულ პასუხს ეცნობოდა, ჩემი მრჩეველი სრულიად სხვა შესაძლებლობას იძლევა: პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთს შეადაროთ სხვადასხვა დროს მიღებული მაჩვენებლები და დააკვირდეთ მათ ცვლილებას დროში.

ამასთან ერთად, აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად ინახება თქვენი კვლევის შედეგები – ძველ მეილებსა თუ საქაღალდეებში. ჩემს მრჩეველში ხელმისაწვდომია 2020 წლიდან ჩატარებული ყველა კვლევის შედეგი. სასურველი პასუხის ან პარამეტრის მოძებნა მარტივად – დასახელებით ან თარიღით არის შესაძლებელი.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები შეგიძლიათ ნახოთ პორტალზე ან ჩამოტვირთოთ PDF ფორმატში. ასევე,  ჩემს მრჩეველში თვალს მიადევნებთ ლაბორატორიაში ვიზიტების დინამიკას წლის განმავლობაში და მარტივად დაჯავშნით რიგს ახალი კვლევებისთვის.

my.mrcheveli.com ზე ავტორიზაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა „მრჩეველში“. არასრულწლოვნის ავტორიზაციისთვის კი საჭიროა მისი პირადი ნომერი და მშობლის/მეურვის მობილურის ნომერი.

თუ „მრჩეველში” კვლევა გაქვთ ჩატარებული და მაინც ვერ ახერხებთ ციფრულ პლატფორმაზე შესვლას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 0322 931 000; 599 931 000

ჩემი მრჩეველი – ერთ პასუხზე მეტი.

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში