ჩანაწერებს გვიზიარებს ადა აფრიდონიძე – „მრჩეველის“ პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახურის პედიატრის ასისტენტი.
დღე 1: როცა გზაც თავგადასავალია
ჩვენი ავტობუსი 12:17 წუთზე დაიძრა ჭონქაძის ქუჩიდან ასპინძის მიმართულებით და დაიწყო ჩვენი თავგადასავალიც.
ვერ ვიტყვით, რომ გზა ხანმოკლე იყო, თუმცა მთელი მგზავრობის განმავლობაში წუთითაც არ მოგვიწყენია — ჩვენი პატარა მეგობრები გვეხმარებოდნენ დროის მხიარულად გატარებაში. დავიწყეთ გაცნობითი თამაშებით, გავაგრძელეთ სახალისო ისტორიებით (სოფელში ფრინველები თქვენც გამოგკიდებიათ?). არც ძველი გამოცანები დაგვივიწყებია, ადგილზეც რამდენიმე ახალი მოვიფიქრეთ — არ დაგიმალავთ, ყველა ვერ გამოვიცანით, თუმცა შედეგის გაუმჯობესების პირობას ვდებთ!
მგზავრობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა შთამბეჭდავი ხედები. ვნახეთ, როგორ შეიცვალა ჯავახეთის ალპური ლანდშაფტები მესხეთის მთიანი, კლდოვანი ხეობებით; თვალი გავადევნეთ წალკის წყალსაცავს, ფარავნის ტბას (იცოდით, რომ ფართობით საქართველოში ყველაზე დიდია?), გადავხედეთ საღამოს ტბასა და ამაყ ხერთვისის ციხეს. გზად წეროების ბუდეებიც შევნიშნეთ — ვერც გამოიცნობთ, სად აუშენებიათ: პირდაპირ ქუჩის სანათ ბოძებზე!
საბოლოოდ გზაც დასრულდა და ჩამოვედით ჩვენს უთბილეს მასპინძლებთან, ასპინძაში. დავბინავდით, ვისაუბრეთ და მგზავრობის შემდეგ მოძრაობას მოწყურებულებმა რამდენიმე საათი სარაგბო სტადიონზე გავატარეთ სათამაშოდ.
დღე შემდეგი დილის გრაფიკის შეთანხმებითა და კიდევ უფრო მეტი თავგადასავლის მოლოდინით დავასრულეთ! ✨
დღე 2: პირობა დადებულია, ხელმოწერა დასმულია!
ჩვენი პატარა მეგობრები დილის დაწყებისთანავე, თავისი სურვილით გაეშურნენ რაგბის მოედანზე და 30-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ უკვე ისე გაიწაფნენ, ორი ხელით ბურთის გადაცემა აღარავის უჭირდა. ძალები გემრიელი საუზმით ავივსეთ და შევუდექით საქმეს.
აქტივობების დასაწყებად ტბასთან, სიმწვანეში ჩაძირული ულამაზესი ადგილი შევარჩიეთ, სადაც თითოეულმა ბანაკის მონაწილემ ხმამაღლა და ამაყად წაიკითხა ბანაკის პირობა, მოგვცა სიტყვა, რომ მას ღირსეულად შეასრულებდა და ეს ყოველივე ხელმოწერითაც დაადასტურა. რა თქმა უნდა, ჩვენც საზეიმოდ დავდეთ ფიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებდით მათთვის დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად.
1-2 გაცნობითი თამაშის შემდეგ, მაგიდის ირგვლივ შემომსხდრებმა გაცხარებით განვიხილეთ, თუ რა არის ჭარბი წონა და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი. აღფრთოვანებულები დავრჩით ბავშვების ჩართულობით, ერთმანეთის პატივისცემითა და იმ ცოდნით, რაც დისკუსიაში გამოავლინეს! კმაყოფილებმა ტბის თევზებიც დავაპურეთ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და შენობაში გადავინაცვლეთ.
აქ უკვე სასწავლო კურსი გააგრძელა ჩვენმა ნუტრიციოლოგმა, რომელმაც გვესაუბრა საკვების ჯგუფებზე, „ჩემს თეფშზე“ და შუქნიშნის სისტემაზე. ცოდნის გასამყარებლად თითოეულმა მონაწილემ თავისი საყვარელი საკვების სტიკერები ამოჭრა და „ჩემი თეფშის“ მოდელზე გადაიტანა. აქვე თქვენც გკითხავთ — პომიდორს ხილად მიიჩნევთ თუ ბოსტნეულად? მართალია, როგორც გვასწავლეს, ხილის ჯგუფს მივაკუთვნეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ საკითხში სრულად ვეთანხმებოდით მეცნიერებს!
ვისადილეთ, ცოტა დავისვენეთ და შემოქმედებითი წვით გავეშურეთ კერამიკული სახელოსნოსკენ. ჩვენი მასპინძლის დახმარებით ბავშვებმა თავისით გამოძერწეს „ჩემი თეფში“. თეფშის გამოძერწვა ხომ ერთი საქმეა, მაგრამ საკვების გამყოფი ხაზების დამაგრებაც არ ყოფილა ნაკლები გამოწვევა! რა თქმა უნდა, არ შევშინდით და არამხოლოდ თეფშები გავამზადეთ მოსახატად, არამედ ასევე გამოვძერწეთ ზოგმა ჭიქა, ზოგმა კოვზი თუ საყვარელი ცხოველის ფიგურა.
შემდეგ ისევ რაგბის მოედანზე გადავინაცვლეთ — ვირბინეთ, ვივარჯიშეთ და ბურთის გადაწოდების სიჩქარეშიც შევეჯიბრეთ ერთმანეთს (მწვანეებმა მოუგეს წითლებს!). ვახშამზე კი ბავშვები უკვე თვითონ გვიხსნიდნენ, თუ რა ჯგუფის საკვებს მიანიჭეს უპირატესობა და რატომ.
მართალია, ამინდმა გვიმუხთლა და კოცონი ვერ დავანთეთ, მაგრამ გულანთებულები შემოვუსხედით მაგიდას და ჩვენმა მასპინძელმა ძალიან საინტერესო ამბები მოგვიყვა რაგბზე — მაგალითად, საიდან მოდის ის. თქვენც დაკვირვებულხართ, რომ ამ სპორტის სახეობის სახელიც კი განსხვავებულია: არა ხელბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, არამედ რაგბი?
ასევე, გუშინ რომ წეროებზე მოგიყევით — თურმე თეთრი ყარყატები ყოფილან, სახელად ლაკლაკი! (ჩვენს გასამართლებლად ვიტყვით, რომ ნისკარტიც ჰგავდა, ფეხებიც და სხეულიც). სწორედ ეს ლაკლაკია ჩვენი მასპინძლის სარაგბო კლუბის ლოგოც, რომელსაც ქვის ნაცვლად რაგბის ბურთი უჭირავს.
მასპინძელს მადლობა გადავუხადეთ და სასიამოვნოდ დაღლილებმა მივაშურეთ ოთახებს იმაზე ფიქრით, თუ ხვალ როგორ მოვხატავთ ჩვენს კერამიკულ ქმნილებებს!
დღე 3: აბრეშუმის გზის ნაკვალევი და კლდეში ნაკვეთი საიდუმლო
დღე დიდი შემართებით დაიწყო. ბაზის ირგვლივ 20-წუთიანი გასეირნების შემდეგ („მოძრაობა და მოძრაობა, ჩემო მეგობრებო!“) მივაშურეთ სამზარეულოს, სადაც საკვები ბავშვებმა შუქნიშნისა და „ჩემი თეფშის“ პრინციპით შეარჩიეს. არ მოგატყუებთ, ულუფების სწორი რაოდენობის განსაზღვრა ჯერ ვერ მოახერხეს, თუმცა თეფშზე ყველა ჯგუფი იყო წარმოდგენილი, რაც, დამეთანხმებით, ბევრს ნიშნავს!
საუზმის შემდეგ კი დაიწყო ნამდვილი თავგადასავალი. ჩვენი უფროსი მეგობრების თანხლებით (ამიერიდან ჩვენს მასპინძლებს ასე მოვიხსენიებთ, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, სწორი ადამიანის გაცნობისას არც ერთი ფუთი მარილის ჭამაა აუცილებელი და არც დიდი დრო იმისთვის, რომ მეგობარი უწოდო) გავეშურეთ მესხეთის გასაცნობად.
გადავიარეთ „კონწიალა“ ხიდი და დავადექით ძველი აბრეშუმის გზის ნაკვალევს. დიახ, დიახ, სწორედ იმ უძველეს სავაჭრო გზაზეა საუბარი — წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნეა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება მუდმივად ფეთქავს! გამოვიარეთ ხერთვისის ციხე, გზად ვაკვირდებოდით ულამაზეს ვაზის ტერასებს, შევჩერდით თმოგვის ციხის ნანგრევების დასათვალიერებლად, თან ვსაუბრობდით და გონებაში ვაცოცხლებდით, როგორი იქნებოდა ეს ციხე საუკუნეების წინ, სანამ მის დიდებულებას მე-13 საუკუნის დაუნდობელი მიწისძვრა შეიწირავდა.
კვლავ გავუყევით მტკვრის ნაპირს და მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს — თავკვეთილას (რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა არ იცის და თქვენც საიდუმლოდ გიმხელთ).
თავდაპირველად მდინარის ნაპირს მივაშურეთ, სადაც წყლის ზედაპირზე ქვის გადახტუნებაში შევეჯიბრეთ ერთმანეთს. შემდეგ გადავიარეთ საფეხმავლო „კონწიალა“ ხიდი, ავუყევით აღმართს და მივადექით კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულს. მიუხედავად ვიწრო გვირაბისა და ვერტიკალური კიბისა, არ შევშინდით და თავი ამოვყავით უზარმაზარ დარბაზში — ქვის სარკმლითა და თაღებით შემკულ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში! საოცარი გამოცდილება იყო. რამდენიმე წუთი ამ დარბაზში დავყავით, ადგილთან დაკავშირებული ისტორიები გაგვაცნეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და ფრიად კმაყოფილები დავადექით უკანა გზას.
ბაზაზე დაბრუნებულებმა ენერგია გემრიელი სადილით აღვიდგინეთ და შევუდექით მუშაობას. ჩვენი პედიატრის ხელმძღვანელობით ვისაუბრეთ ენერგიის სასწორზე, ულუფის ზომასა და ფიზიკურ აქტივობას შორის კავშირზე, განვიხილეთ სიმსუბუქის შეგრძნების შენარჩუნების ხრიკები. არც ჩვენი გამოცდილება დაგვიწყებია და ერთმანეთს გავუზიარეთ, რა აქტივობებით ვართ დაკავებულები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამის შემდეგ დადგა სანატრელი დროც — გადავინაცვლეთ კერამიკის ოთახში ჩვენი თეფშების მოსახატად! ფერებისა და ილუსტრაციების არჩევისას ერთმანეთს ვეხმარებოდით და საბოლოოდ ისეთი ნამუშევრები გამოგვივიდა, ჩვენ თვითონაც გაოცებულები დავრჩით.
თეფშები გასაშრობად დავტოვეთ და, უკვე ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაში გარკვეულებმა, გადავინაცვლეთ რაგბის მოედანზე — ნაყოფიერად ვივარჯიშეთ, ბევრი ვიცინეთ, ბურთის ხაზზე დადებაც ვისწავლეთ და დაღლილებმა ვივახშმეთ.
წვიმამ არც დღეს დაგვინდო და კოკისპირულად დაუშვა. დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სამაგიდო და ასაწყობი თამაშები გადმოვალაგეთ. თავდაპირველად მარტო ვთამაშობდით, ცოტა ხანში მოვიხედეთ და აღმოჩნდა, რომ მთელი სარაგბო გუნდი ჩართული იყო პროცესში!
საბოლოოდ, სასიამოვნოდ დაღლილებმა, ხვალინდელი თავგადასავლების მოლოდინით გადავინაცვლეთ ოთახებში დასაძინებლად.
დღე 4: საროს მეგალითები, მესხური ქადა და ზომიერების ხელოვნება

დღე 5: სხეულის სასახლე და მარიონეტების სამყარო

დღე 6: შუქნიშნის გაკვეთილები, ხერთვისის მედიდურობა და ვარსკვლავური კოცონი
ფრიად ნაყოფიერი დღე გვქონდა! მკლავები ავიკაპიწეთ, ჩვენს სიმწვანეში ჩაძირულ კუნძულს მივაშურეთ, მაგიდას შემოვუსხედით და ჩვენს ასისტენტებთან ერთად ძალიან საინტერესო თემების განხილვას შევუდექით. ბევრი რამ ვისწავლეთ: ხელის მეშვეობით ულუფების განსაზღვრა, რა არის „სტოპ-ტექნიკა“, როგორ შეიძლება მისი გამოყენება და როგორ გვეხმარება იმპულსების კონტროლში; რით განსხვავდება მადა შიმშილისგან და როგორ ამოვიცნოთ თითოეული მათგანი; როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ კვებას, რომელია ყურადღების გადატანის ტექნიკები და სხვა.
არც შუქნიშნის სისტემა დაგვიწყებია — კიდევ ერთხელ გავიმეორეთ და საკვებიც თავიანთ ჯგუფებში გადავანაწილეთ. ბევრი ვიმსჯელეთ, დისკუსიაში შევედით, პირადი მაგალითები მოვიყვანეთ, სტიკერებითაც დავაჯილდოვეთ ერთმანეთი (ზოგს სტიკერების მთელი აცმა ჰქონდა!) და თემატური თამაშებიც ვითამაშეთ. საბოლოოდ, ჩვენს თითოეულ უმცროს მეგობარს რამდენიმეწუთიანი დრო მივეცით შეხვედრების შესაჯამებლად, თავიანთი გამოცდილებიდან პრაქტიკული გამოსავლის საპოვნელად. ეს პროცესი ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო — მათი მსჯელობის ფორმა, გადაწყვეტილებები, მოსაზრებები, განსაკუთრებით კი ის მაგალითები, გარემო როგორ შეძლებდა მათ დახმარებას. ჩვენც ბევრ რამეზე დაგვაფიქრა.
ასეთი მრავალინფორმაციული და ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ხერთვისის ციხეს მივაშურეთ. სამწუხაროდ, ჩვენი უფროსი მეგობრები ვერ შემოგვიერთდნენ შემდეგი დღის სამზადისის გამო (თუ გამოიცნობთ, რისთვის ფუსფუსებდნენ?), მაგრამ გზაში მოწყენილები მაინც არ ვყოფილვართ — საინტერესო, საგანმანათლებლო საუბრები და ისტორიები სიმღერით, ცეკვითა და სასაცილო ამბებით ჩავანაცვლეთ და დროის გასვლა საერთოდ ვერ ვიგრძენით. ხერთვისის ციხე დიდებული იყო, ვიტყოდი — მედიდურიც! ყველა დარბაზში შევიხედეთ, თითოეული სარკმლიდან გადმოვიხედეთ, პეიზაჟები ერთმანეთს შევადარეთ, სამახსოვრო სურათები გადავიღეთ და საბოლოოდ ისევ სიმღერ-სიმღერით დავბრუნდით უკან.
სწრაფად ვისადილეთ და, რა თქმა უნდა, კვლავ სახელოსნოს მივაშურეთ, სადაც ჩვენი თოჯინები გველოდებოდნენ. დიდი დისკუსია გაიმართა სხეულის მომზადების პროცესში: ვარჩევდით სამოსის ნაჭრებს, სტილს, ფერებს, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით, აქსესუარებს ვამატებდით, სხეულს ჩვენი უფროსი მეგობრის დახმარებით ვაწყობდით და დაახლოებით ერთ საათში ჩვენს წინ დასრულებული თოჯინა გვედო. ამ პროცესში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ წინასწარი განზრახვის გარეშე თითოეული მარიონეტი მის შემქმნელს ჰგავდა! მარიონეტები ჩვენს უფროს მეგობრებს დავუტოვეთ დასასრულებლად — ძაფების დასამაგრებლად და მათ ასამოძრავებლად — ჩვენ კი გადავინაცვლეთ რაგბის მოედანზე, სადაც ახალი აქტივობები და სავარჯიშოები ვცადეთ: ბურთი ჩავაწოდეთ, ვირბინეთ, ერთმანეთთან რაგბის „დაჭერობანა“ ვითამაშეთ და დაღლილებმა გავწიეთ სავახშმოდ.
ვახშმის შემდეგ კი სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა. ჩვენს უფროს მეგობრებთან ერთად ფიჩხი და შეშა შევაგროვეთ, უზარმაზარი კოცონი ავაგიზგიზეთ, ირგვლივ შემოვუსხედით, სიმინდი და კარტოფილი გამოვაცხეთ, სიმინდის ულვაშებით ჩვენც ულვაშები გავიკეთეთ, ასპინძური თამაში ვითამაშეთ, საბოლოოდ მინდორზე ტელესკოპიც გამოვიტანეთ და ვარსკვლავებსაც დავაკვირდით!
საბოლოოდ კი კვლავ ლოგინებს მივაშურეთ იმაზე ფიქრებით, თუ რა თავგადასავლებს გვიმზადებდა ბანაკის ბოლო დღე. ✨
დღე 7: წინ, ტაო !
და, აი, ისიც — ბანაკის ბოლო დღე. გგონიათ, მოვდუნდით? პირიქით, მთელი შემართებით შევხვდით! ტრადიციული დილის ვარჯიშისა და დაბალანსებული საუზმის შემდეგ, კვლავ გადავნაწილდით მანქანებში და სიმღერა-სიმღერით მივაშურეთ კლდეში ნაკვეთ ქალაქს. უსაფრთხოების მიზნით დავწყვილდით კიდეც და დავიწყეთ დათვალიერება.
ვარძიას ალბათ ყველანი იცნობთ და მიხვდებით ჩვენს შთაბეჭდილებებს. ვერ მოგატყუებთ, რომ ყველა დარბაზი მოვიარეთ (მხოლოდ დროის სიმცირის გამო!), მაგრამ მაქსიმალურად შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გვენახა: საჯინიბო, სატრაპეზოები, სათავსოები, მარანი, გვირაბები, წყალმომარაგების სისტემა და, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და თამარ მეფის ფრესკა მის კედელზე (ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოში თამარ მეფის ფრესკა სულ სამ ადგილზეა შემორჩენილი — ვარძიის გარდა, მხოლოდ ბეთანიასა და ყინწვისის ეკლესიებში იხილავთ!).
რა თქმა უნდა, არც თვითონ ვარძიის ლეგენდა დაგვიწყებია და, შთაბეჭდილებებით დატვირთულები, კვლავ დავბრუნდით ბაზაზე.
ენერგიები სადილით შევივსეთ და გადავინაცვლეთ სახელოსნოში მარიონეტების გასაცოცხლებლად. მომდევნო საათის აღწერა ცოტა რთულია — უბრალოდ, იქ უნდა ყოფილიყავით და გენახათ როგორ ამღერდა ჩვენი მარიონეტი (თან არც მეტი, არც ნაკლები, არია იმღერა!). არც სხვები დარჩნენ ვალში და, არამხოლოდ ავამღერეთ, ვაცეკვეთ კიდეც — ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ.
შემდეგ კი ისეთ საქმეს შევუდექით... გახსოვთ, გუშინ რომ გითხარით, უფროსი მეგობრები სამზადისში არიან-მეთქი? დღეს ჩვენს მასპინძელ გუნდ „ტაოს“ ამხანაგური თამაში ჰქონდა და გადავწყვიტეთ, მთელი გულით გვექომაგა და მათ გასამხნევებლად პოსტერები დაგვემზადებინა. უჰ, რა ფუსფუსი გაიმართა! ფურცლების შრიალი, ფანქრებისა და მარკერების გადაცემ-გადმოცემა, დიზაინის განსაზღვრა... ზუსტად თამაშის დაწყების წინ დავაწყვეთ „ინსტრუმენტები“, შევიფუთეთ საწვიმრებში (წვიმა ხომ ვერ შეგვაჩერებდა!), გადავინაცვლეთ მოედანზე და ბოლო წუთამდე გულანთებულები, აღელვებულები ვგულშევმატკივრობდით თამაშს. მართალია, ეს მატჩი ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, ეს შეხვედრა ბევრი დიდი გამარჯვების საწინდარი იქნება! კიდევ უფრო საინტერესო იყო თამაშის შემდგომი პერიოდი და ის მეგობრული დამოკიდებულება ამ ერთი შეხედვით დაუნდობელი შერკინების შემდეგ.
დარჩენილი საღამო, ვახშმის შემდეგ, თავისუფალი აქტივობებით გავატარეთ: მინდორზეც გავირბინეთ, სამაგიდო თამაშებიც ვითამაშეთ, ჩვენი უმცროსი მეგობრების შეფასებები და რჩევებიც მოვისმინეთ და, ბოლოს, თითოეულ მათგანს სამახსოვრო სერტიფიკატებიც გადავეცით — მცირე, პერსონალური რჩევებით.
ერთმანეთს ძილი ნებისა ვუსურვეთ და ოთახებისკენ გავეშურეთ!
დღე 8: სახლის გზა და ყველაზე ტკბილი გამომშვიდობება
ბანაკი დასრულდა და დროა, სახლებს დავუბრუნდეთ. დილით, ბარგის ჩალაგების შემდეგ, შევგროვდით და დავემშვიდობეთ ჩვენს ბაზას, რომელთანაც ამდენი მოგონება გვაკავშირებს, და ჩვენს უფროს მეგობრებს, რომლებმაც სწორედ ამ მოგონებების შექმნაში დაგვეხმარნენ.
გავეშურეთ შინ.
გზა ნამდვილად არ იყო მოკლე. სამგზავრო მელოდიების არჩევა ჩვენს მეგობრებს მივანდეთ: ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, გზად ტბებს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი (იცით ხომ, რომ ერთნაირ ფარავანს ორჯერ ვერ ნახავთ?) და, ცოტა დაღლილები, დანიშნულების ადგილს 18:00 საათზე მივადექით.
აქ კი მეორე, ყველაზე მძიმე გამომშვიდობების პროცესი გველოდა, ჩვენს უმცროს მეგობრებთან. იმედი გვაქვს, ბავშვები სახლში მეტად გაზრდილები, დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები, საინტერესო ინფორმაციითა და ჩვევებით შეიარაღებულები და ბევრი-ბევრი სასიამოვნო მოგონებით დავუბრუნეთ მშობლებს.