ჯანსაღი ჩვევების მრჩეველი ბანაკი – ჭარბი წონის მართვის კურსი მოზარდებისა და მათი ოჯახებისთვის
თარიღი: 9-16 აგვისტო, 2026 წელი
ადგილმდებარეობა: რაგბის ბაზა, ასპინძა
ასაკობრივი ჯგუფი: 12-დან 14 წლამდე
რაოდენობა: 8 მონაწილე
ბანაკი “ჯანსაღი ჩვევების მრჩეველი” – ჭარბი წონის მართვის კურსია, რომელიც “მრჩეველის” მულტიდისციპლინურმა გუნდმა მოზარდებისთვის და მათი ოჯახებისთვის შეიმუშავა. პროგრამა აერთიანებს პედიატრიულ, ფსიქოლოგიურ, ნუტრიციოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ მიდგომებს, რათა მოზარდებმა ჩამოაყალიბონ ჯანსაღი კვებითი და ქცევით ჩვევები, განივითარონ სწორი დამოკიდებულება კვების მიმართ და შეიძინონ უნარები, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი წონის მართვას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ემოციურ კეთილდღეობას.
კურსის მეთოდოლოგია ეფუძნება კვებისა და ქცევის მართვის საერთაშორისოდ აღიარებულ OBELDICKS (ობელდიქსის) მოდელს, რომელიც ფოკუსირებულია არა წონის სწრაფ კლებაზე, არამედ ჯანსაღი ქცევების გრძელვადიან ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე.
კურსს უძღვებიან:
- ირაკლი რცხილაძე – პედიატრი
- ქეთი მესტვირიშვილი – ფსიქოლოგი
- სალომე გოგლიძე – ნუტრიციოლოგი
- ანა მიქაბერიძე – ენდოკრინოლოგი
- ნინო ზივზივაძე, ადა აფრიდონიძე, ქეთო ხააძე – პედიატრის ასისტენტები
ცოდნა და უნარები, რომელსაც მონაწილეები შეიძენენ:
- ბალანსირებული კვება – „ჯანსაღი თეფშის“ პრინციპსა და მარტივი კერძების მომზადებას;
- სხეულის მოთხოვნილებების ამოცნობა – ფიზიკური და ემოციური შიმშილის, მადისა და დანაყრების შეგრძნებების ერთმანეთისგან გარჩევა;
- ჯანსაღი კვებითი ჩვევები – ნელა, შესვენებებისა და ეკრანის გარეშე კვების ჩვევებს;
- ენერგიის ბალანსი – ენერგიის მიღებასა და ხარჯვას შორის კავშირს და მის მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის.
საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, ბანაკი მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ჩვევების განმტკიცებას, ემოციურ კეთილდღეობასა და სოციალური უნარების განვითარებას:
- ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას – ჯგუფურ სესიებს ემოციური კვებისა და იმპულსების მართვის თემებზე;
- არტ-თერაპიას – კერამიკასა და თექაზე მუშაობას, რაც ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და ემოციების ჯანსაღ გამოხატვას;
- ფიზიკურ აქტივობას – უსაფრთხო და სახალისო რაგბის ვარჯიშებს პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, მოძრაობისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად;
- შემეცნებით ექსკურსიებს – ბუნებაში აქტიურ დასვენებასა და რეგიონის გაცნობას.
საორგანიზაციო დეტალები:
- ღირებულება: მოზარდი – 1250 ლარი; მშობელი (სურვილის შემთხვევაში) – 840 ლარი. ღირებულება მოიცავს ბანაკში განთავსებას, პროგრამის სრულ კურსს, 4-ჯერად ბალანსირებულ კვებასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას;
- რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ფორმა ივსება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის მიერ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 7 აგვისტო, 18:00 საათი.
ბანაკში მონაწილეთა ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და ყოველდღიურ მხარდაჭერაზე “მრჩეველის” პედიატრები იზრუნებენ.