ინფორმაცია პაციენტებისთვის
კვლევისთვის გამოიყენება ცერვიკალური ნაცხი.
ანალიზის სიზუსტე მთლიანად დამოკიდებულია მასალის სწორად შეგროვებაზე. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ წესებს, რათა სწორად მოამზადოთ და შეინახოთ მასალა გამოკვლევამდე.
მასალა: ცერვიკალური ნაცხი
ლაბორატორიიდან დაგჭირდებათ: სატრანსპორტო მედიუმის კონტეინერი ThinPrep® Pap, ფუნჯი.

ნაცხის აღების წესი:
› მასალის აღებამდე ნეიტრალური ჩხირის საშუალებით საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან ფრთხილად მოაცილეთ ზედმეტი ლორწო (ეს ჩხირი გადააგდეთ).
› კონტეინერზე წინასწარ მოახდინეთ მარკირება;
› მოხსენით სახურავი კონტეინერს;
› მოათავსეთ მასალის ასაღები ფუნჯი ენდოცერვიქსში.
› საათის ისრის მიმართულებით ფუნჯი დაატრიალეთ 5-ჯერ;
› მოათავსეთ ფუნჯი კონტეინერში. 10-ჯერ დააჭირეთ და გაშალეთ ფუნჯი კონტეინერის ფსკერზე, ბოლოს ძლიერად დაატრიელეთ რათა ფუნჯი მასალისგან სრულიად განთავისუფლდეს;
› არ ჩატოვოთ ფუნჯი კონტეინერში;
› მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს სახურავი;
› მასალა გამოაგზავნეთ ლაბორატორიაში კვლევისთვის;
› მასალა სტაბილურია 2-30 °C
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს HPV DNA კვლევაზე:
› მენსტრუაცია;
› სქესობრივი კონტაქტი ნიმუშის აღებამდე 2–3 საათით ადრე;
› ანტისეპტიკური ხსნარებისა და ლუბრიკანტების გამოყენება;
› ვაგინალური სანთლების გამოყენება ბოლო 48 საათის განმავლობაში;
› ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩატარებული ცერვიკალური პროცედურა ან ოპერაცია;
› ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩატარებული რადიოთერაპია;
› აღნიშნული ფუნჯი არ გამოიყენება ორსულობის 10 კვირიდან.
Human Papillomavirus (HPV DNA – PCR) High-Risk Genotyping – 16, 18/45: Sample Collection Guide PDF