დილის პირველი შარდი

ინფორმაცია პაციენტებისთვის

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ კვლევა, რომლისთვისაც საჭიროა დილის პირველი შარდის აღება.დილის პირველი შარდი გულისხმობს პირველ შარდს, რომელიც გამოყოფილია დილით, გაღვიძების შემდეგ, პირველი მოშარდვის დროს, საუზმემდე და ფიზიკურ აქტივობამდე. მნიშვნელოვანია სინჯი სწორად შეგროვდეს.

ამ გზამკვლევში ვეცდებით აგიხსნათ: როგორ შეაგროვოთ შარდი, მონიშნოთ სინჯები და სწორად შეინახოთ გამოკვლევამდე.

როგორ ხდება დილის პირველი შარდის შეგროვება?
რა უნდა იცოდეთ:

› დილის პირველი შარდი უნდა შეგროვდეს გაღვიძებისთანავე, პირველივე მოშარდვისას, საუზმემდე და ფიზიკურ აქტივობამდე;

› სქესობრივ კავშირს მოერიდეთ შარდის აღებამდე ერთი დღით ადრე;

› პირველ რიგში, შარდის შესაგროვებელ კონტეინერს, დააწერეთ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, შარდის აღების თარიღი და დაიდეთ ახლოს, ხელმისაწვდომ ადგილას;

› ხელები კარგად დაიბანეთ საპნითა და წყლით და გაიმშრალეთ სუფთა ხელსახოცით.

პროცესის აღწერა
1. დაიბანეთ სასქესო ორგანოები

ქალები: ერთი ხელით გადაწიეთ სასქესო ბაგეები და კარგად დაიბანეთ გამდინარე, თბილი წყლით (საპნის გარეშე), მიმართულებით: წინიდან → უკან. შემდეგ გაიმშრალეთ სუფთა ხელსახოცით. შარდის აღების დასრულებამდე გადაწეული გქონდეთ სასქესო ბაგეები. მენსტრუაციის დროს შარდის აღება რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის დროს, საჭიროა ვაგინალური ტამპონის გამოყენება.

კაცები: მთლიანად გადაწიეთ ჩუჩა და ასოს თავი კარგად დაიბანეთ გამდინარე, თბილი წყლით (საპნის გარეშე). შემდეგ კარგად გაიმშრალეთ სუფთა ხელსახოცით. შარდის აღების დასრულებამდე ჩუჩა გქონდეთ გადაწეული.

2. შეაგროვეთ შარდის შუა ნაკადი

დაიწყეთ მოშარდვა ტუალეტში, დაახლოებით 3 წამის განმავლობაში. შემდეგ შეაგროვეთ, დაახლოებით, 20-30 მლ შარდი შარდის ერთჯერად კონტეინერში, ნაკადის შეწყვეტის გარეშე. შარდის კონტეინერი არ უნდა ეხებოდეს სხეულს. შარდის კონტეინერი მოაცილეთ შარდის ნაკადს შარდვის დასრულებამდე.
მოშარდვა დაასრულეთ ტუალეტში.

3. შარდის კონტეინერს ფრთხილად და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური

აღებული მასალა დროულად მიიტანეთ ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში მიტანამდე შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში (2 – 8C).

დილის პირველი შარდი: შეგროვების წესი PDF

First Morning Urine: Collection Instructions PDF

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში