1 ივნისიდან, ყოველ ორშაბათს, “მრჩევლის” საბურთალოს ფილიალში 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის კონსულტაციებს ჩაატარებს ბავშვთა რევმატოლოგი და პედიატრი ალექსანდრე თავაძე.
ექიმის კლინიკური საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ბავშვთა რევმატოლოგიური, ქრონიკული ანთებითი და აუტოანთებითი მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის:
✔️ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება (FMF)
✔️PFAPA სინდრომი
✔️სხვა აუტოანთებითი სინდრომები და სახსრების ქრონიკული დაავადებები.
ალექსანდრე თავაძემ კლინიკური პრაქტიკა იტალიაში, პედიატრიული რევმატოლოგიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკაში – Giannina Gaslini-ში გაიარა. საჭიროების შემთხვევაში, მასთან ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ერთობლივი ონლაინ კონსულტაციები ამავე ცენტრის რევმატოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან.
ჩაეწერე ექიმთან