MVZ LABOR DR.LIMBACH

MVZ LABOR DR.LIMBACH ევროპის ერთ-ერთი დიდი დიაგნოსტიკური გაერთიანება და ევროპული ბაზრის ლიდერია ლაბორატორიულ მედიცინაში. ლაბორატორია „ლიმბახი&კოლეგები“ 1979 წელს დააარსა ექიმმა ჰანს–იაკობ ლიმბახმა ჰაიდელბერგში (გერმანია). დღეს „ლიმბახის ჯგუფი“ აერთიანებს 32 ლაბორატორიას გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ასევე პარტნიორებს ევროპის სხვა ქვეყნებში.

 MVZ LABOR DR.LIMBACH გთავაზობთ ლაბორატორიული ტესტების ფართო სპექტრს, რომელიც ეფუძნება, როგორც გაიდლაინებში მოცემულ უახლეს რეკომენდაციებს, ასევე სხვადასხვა სპეციალიზებული საზოგადოებების მითითებებს. ახალი მეთოდების დანერგვისა და მათი პრაქტიკაში შესაბამისი ფორმით გამოყენების მიზნით, ლაბორატორია ყოველთვის ითვალისწინებს უახლესი კვლევის შედეგებს.

 MVZ LABOR DR.LIMBACH – ში 600 ზე მეტი სპეციალისტი მუშაობს, მათ შორის 30-ზე მეტი ექიმი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგის ექსპერტები. ლაბორატორია მოიცავს სხვადასხვა მიმართულების მომსახურებას, მათ შორის: ლაბორატორიულ მედიცინას, ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკას, მოლეკულურ დიაგნოსტიკასა და ჰიგიენას, ასევე ტრანსფუზიურ მედიცინასა და გენეტიკურ კვლევებს.

ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფში მუდმივად ინერგება კვლევის ახალი მეთოდები ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სხვადასხვა სფეროში ISO 15189 და ISO/IEC 17025 სტანდარტების შესაბამისად.

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში