ალექსანდრე თავაძე

ბავშვთა რევმატოლოგი, პედიატრი

ალექსანდრე თავაძე ბავშვთა რევმატოლოგი და პედიატრია. „მრჩეველის“ პედიატრიულ და ფსიქოლოგიურ სამსახურს 2017 წელს შემოუერთდა.

მისი ძირითადი პროფესიული ინტერესებია ბავშვთა რევმატოლოგიური, ქრონიკული ანთებითი და აუტოანთებითი მდგომარეობები, მათ შორის ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება (FMF), PFAPA და სხვა აუტოანთებითი სინდრომები. ექიმის კლინიკური პრაქტიკა ასევე მოიცავს ზრდისა და განვითარების დარღვევებსა და ზოგად პედიატრიულ მიმართულებებს.

ალექსანდრე თავაძის საერთაშორისო გამოცდილება ევროპის სხვადასხვა სასწავლო პროგრამასა და სტაჟირებას მოიცავს. 2022-2023 წლებში მან კლინიკური პრაქტიკა იტალიაში, Giannina Gaslini Institute-ის ბავშვთა რევმატოლოგიის დეპარტამენტში გაიარა. გარდა ამისა, კვალიფიკაცია აიმაღლა გერმანიაში, მაინცის ჰორმონებისა და მეტაბოლიზმის ცენტრში, მონაწილეობდა ბავშვთა გასტროენტეროლოგიის სასწავლო პროგრამაში ზალცბურგში და დაესწრო ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის პრაქტიკულ კურსს კლაიპედაში.

საერთაშორისო კლინიკურმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განუმტკიცა მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრობლემის მიზეზების დროულ გამოვლენასა და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას ბავშვის საჭიროებების შესაბამისად.

საჭიროების შემთხვევაში, ალექსანდრე თავაძესთან ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებელია კლინიკური შემთხვევის განხილვა და ონლაინ კონსულტაციის ჩანიშვნა Giannina Gaslini Institute-ის ბავშვთა რევმატოლოგიის წამყვან სპეციალისტებთან.

ალექსანდრე თავაძე არის „საქართველოს უნივერსიტეტის“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი-ის მოწვეული ლექტორი.

ჩაეწერე ექიმთან
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში