თამარ ანდრიაძე

პედიატრი

თაკო ანდრიაძე „მრჩეველის“ პედიატრიულ და ფსიქოლოგიურ სამსახურს 2011 წელს, პედიატრის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. დღეს კი, როგორც გამოცდილი სპეციალისტი,  ყოველდღიურად მართავს ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.

მრავალმხრივი კლინიკური გამოცდილება მიღებული აქვს საფრანგეთის, ბელგიის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის წამყვან პედიატრიულ ცენტრებში – მათ შორის, ლონდონის Great Ormond Street Hospital-ში. საერთაშორისო გარემოში მიღებული ცოდნა ეხმარება, პაციენტებს თანამედროვე, დასავლური სტანდარტების სამედიცინო დახმარება გაუწიოს

პროფესიული საქმიანობის მიღმა, თაკო ანდრიაძის ინტერესის სფერო მუსიკა და ლიტერატურაა. თუმცა, მისი მთავარი მოტივაცია და შთაგონების წყარო ბავშვები არიან, რაც მის სამედიცინო მიდგომას კიდევ უფრო უშუალოსა და მზრუნველს ხდის.

ჩაეწერე ექიმთან

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში