თაკო ძაგანია უკვე 20 წელია პედიატრია. ამბობს, რომ პედიატრობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გადაწყვიტა. პროფესიული საქმიანობა „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ რეანიმაციის განყოფილებაში დაიწყო, სადაც ორი წელი მუშაობდა. 2009 წლიდან კი „მრჩეველის პედიატრიული და ფსიქოლოგიური“ სამსახურის გუნდის წევრია.
ზოგადი პედიატრიის გარდა, განსაკუთრებული ინტერესით მუშაობს ბავშვთა გასტროენტეროლოგიისა და პულმონოლოგიის მიმართულებით. პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად არაერთხელ იმყოფებოდა ბერლინისა და ჰაიდელბერგის კლინიკებში და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სემინარებში.
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ და იშვიათ შემთხვევებს. საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკურ და მკურნალობის საკითხებს განიხილავს როგორც „მრჩეველის” პედიატრიული სამსახურის კოლეგებთან, ისე უცხოელ სპეციალისტებთან.
თაკო ძაგანიას ბავშვები დაბადებიდანვე აკითხავენ. პროფილაქტიკური ვიზიტების დროს ფასდება ბავშვის ჯანმრთელობა, ზრდა და განვითარება, თუმცა კონსულტაცია მხოლოდ სამედიცინო საკითხებით არ შემოიფარგლება. მშობლები მასთან განიხილავენ ყოველდღიურ კითხვებსაც: როგორ ჩავაცვათ პატარას სხვადასხვა სეზონზე; რა საკვები შევთავაზოთ ასაკის მიხედვით; რა ტიპის ჭურჭელი გამოვიყენოთ; როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც ბავშვის ყოველდღიურ მოვლას უკავშირდება.
თაკო ექიმთან ხშირად მოდიან მოზარდებიც. ამ ასაკში მშობლებსა და შვილებს განსხვავებული კითხვები უჩნდებათ. გოგონებს შეიძლება აინტერესებდეთ გინეკოლოგიური საკითხები და ეპილაცია, ბიჭებს კი – სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყება, სიმძიმეების აწევის უსაფრთხოება და პროტეინის გამოყენება.
თაკო ძაგანიასთან ერთად ოჯახები გადიან ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს – კბილის ამოჭრიდან პირველ ნაბიჯებამდე. ერთად უმკლავდებიან სიცხესა და ბავშვობის სხვადასხვა გამოწვევას და ზრუნავენ ბავშვის ჯანსაღ მომავალზე. მისი კომპეტენცია მოიცავს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა საკითხს.
პირადი კონსულტაციისა თუ სატელეფონო საუბრის დროს თაკო ექიმი მშობლებს აწვდის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, სწორად წარმართავს შესაბამის ვიწრო სპეციალისტთან.