გიგი სილაგაძე

რადიოლოგი

გიგი სილაგაძე, რადიოლოგი, „მრჩეველის“ გუნდს 2012 წელს შემოუერთდა. მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ბავშვთა და მოზრდილთა ზოგადი და სპეციალიზებული ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად, რეგულარულად მონაწილეობს პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროგრამებში.

ატარებს ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემების, ფარისებრი, სარძევე და სანერწყვე ჯირკვლების, სათესლეებისა და წინამდებარე ჯირკვლის, ასევე სამეანო-გინეკოლოგიურ ულტრაბგერით კვლევებს. მისი სპეციალიზებული კლინიკური ინტერესებია სამეანო-გინეკოლოგიური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და ნაყოფის მედიცინა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2010–2013 წლებში გაიარა სახელმწიფო რეზიდენტურის პროგრამა სამედიცინო რადიოლოგიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტაჟირება გაიარა გერმანიაში, Caritas-Krankenhaus Bad Mergentheim-ის კლინიკაში. გიგი სილაგაძე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და კონგრესებში, მათ შორის: VISUS-ის Advanced Course in Fetal Medicine and Gynecology (ბერლინი), Fetal Medicine Foundation (FMF) მსოფლიო კონგრესებში, ასევე International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology (ISUOG) საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და მსოფლიო კონგრესებში.

დაჯავშნე ვიზიტი

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში