შარდი (ქლამიდიის პჯრ კვლევა)

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა ხდება  Geno Quick CT (პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია PCR ) მეთოდით.

ლაბორატორიული სახარჯი მასალა – სტერილური შარდის კონტეინერი

მასალა – დილის პირველი შარდი!

შარდის შეგროვების წესი (მამაკაცი, ქალი):


მასალის აღებამდე შარდის კონტეინერზე უნდა იყოს მითითებული

  • პაციენტის სახელი, გვარი
  • დაბადების თარიღი
  • შარდის შეგროვების თარიღი, დრო

 

ინსტრუქცია

  • შარდის შეგროვების წინ პაციენტმა არ უნდა ჩაიტაროს ჰიგიენური პროცედურა.
  • მოხადეთ სახურავი შარდის კონტეინერს.
  • არ შეეხოთ ხელით კონტეინერის შიდა ზედაპირს.
  • შეაგროვეთ კონტეინერში დილის პირველი შარდის პირველი ულუფა 10-დან არაუმეტეს 20 მლ.-მდე.
  • შარდის შეგროვების დამთავრების შემდეგ კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ სახურავი.
  • შარდი ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ აღებიდან მაქსიმუმ 1 საათში.
  • თუ 1 საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ შარდის მოტანას ლაბორატორიაში, შარდის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-8° ტემპერატურაზე, 24 საათის განმავლობაში.
  • თუ ტრანსპორტირება გახანგრძლივდება, მასალა უნდა გაიყინოს -20°-ზე.

 

 

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში