ჭიის კვერცხები განავალში

ინფორმაცია პაციენტებისთვის

თქვენი ექიმი გეგმავს კვლევას, რომლისთვისაც აცილებელია განავლის შეგროვება. გთხოვთ, გაეცნოთ განავლის ნიმუშის შეგროვების წესს.

როგორ შევაგროვოთ განავალი?

› დაიტანეთ კონტეინერზე პაციენტის პირადი მონაცემები;

› გახსენით განავლის შესაგროვებელი ქაღალდი ნახატზე მითითებული ისრების მიმართულებით;

› მოათავსეთ ქაღალდი უნიტაზის უკანა ნაწილზე, როგორც ნახატზეა მითითებული. შეეცადეთ ქაღალდი არ დასველდეს;

› მოხსენით სახურავი ყავისფერთავიან კონტეინერს და მასში მოთავსებული კოვზით შეაგროვეთ 2-3 კოვზი განავალი სხვადასხვა ადგილიდან;

› ნიმუში შეაგროვეთ ყოველდღიურად, 3 დღის განმავლობაში, იმავე კონტეინერში.

› მასალის შეგროვების შემდეგ, მოხსენით ქაღალდი უნიტაზის კიდეებიდან და ჩააგდეთ შიგნით. დაელოდეთ რამდენიმე წამი, რომ ქაღალდმა წყალი შეიწოვოს, შემდეგ ჩარეცხეთ.

› ლაბორატორიაში მოსატანად, მჭიდროდ თავდახურული ყავისფერთავიანი განავლის კონტეინერი მოათავსეთ სატრანსპორტო კონტეინერში.

შენიშვნა: მასალა ვარგისია ხანგრძლივი დროით, განსაკუთრებულ შენახვას არ საჭიროებს!

ჭიის კვერცხები განავალში: მასალის შეგროვების წესი PDF

Ova and Parasites in Stool: Sample Collection Instructions PDF

 

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში