ლაბორატორიული სახარჯი მასალა
- 24 სთ შარდის შესაგროვებელი სპეციალური კონტეინერი
- შარდის ამოსაღები 2 ყვითელთავიანი კონტეინერი შარდის ამოსაღები თავით
- დანამატი შესამჟავებლად -10% HCl 30 ml.(მოარიდეთ ბავშვებს,დაიცავით კანი და ლორწოვანი)
შარდის შეგროვების წესი
- დაიწყეთ შარდის შეგროვება მაგ. დილის 7 სთ-ზე. პირველი ულუფა გადაღვარეთ. ჩაინიშნეთ დრო
- შემდეგი ყველა ულუფა, მეორე დღის დილის 7 საათიანი ულუფის ჩათვლით, შეაგროვეთ სპეციალურ კონტეინერში. შეგროვების პროცესში ჭურჭელი შეინახეთ მაცივარში (2-8°C)
- სპეციალურ კონტეინერში შარდის პირველი ულუფის ჩასხმამდე, ჩაასხით დანამატი 10 მლ.
- შარდის შეგროვების დამთავრების შემდეგ, აუცილებლად ჩაინიშნეთ 24 სთ-ში გამოყოფილი შარდის საერთო რაოდენობა!
- შეგროვების დამთავრების შემდეგ, ჭურჭელი შეანჯღრიეთ და სპეციალური შარდის ამოსაღებ თავიანი 2 კონტეინერით ამოიღეთ 10-10 მლ შარდი.
- მოხსენით კონტეინერებს ამოსაღები თავები, მჭიდროდ დაახურეთ სახურავები და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
შენიშვნა
- შარდის შეგროვების პერიოდში პაციენტმა უნდა მიიღოს დაახლოებით 1,5-2 მლ სითხე.
- იმ შემთხვევაში, თუ 24 სთ-ში გამოყოფილი შარდის რაოდენობა აღემატება 1 ლიტრს, ემატება შესამჟავებელი დანამატი ყოველ 1 ლიტრ შარდზე -10 მლ.