ვეტერინარული კვლევები

„მრჩეველი“ გთავაზობთ ვეტერინარიულ ლაბორატორიულ კვლევებს გერმანიაში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

კვლევების ძირითადი მიმართულებები:
• ბიოქიმიური კვლევები
• ენდოკრინოლოგიური კვლევები
• ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა
• ტოქსიკოლოგიური კვლევები
• ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალის პათომორფოლოგიური კვლევები
• გენეტიკური კვლევები
• ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის კვლევა
პათომორფოლოგიური კვლევა:

პათომორფოლოგიური კვლევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომლის საფუძველზეც ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალა ფასდება ქსოვილოვან, უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე. კვლევის შედეგები კლინიკურ მონაცემებთან შეჯერებით შესაძლებელს ხდის დიაგნოზის ზუსტ და საბოლოო დადასტურებას, დაავადების პროგნოზის შეფასებასა და მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის განსაზღვრას.

ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის კვლევა:

კვლევა ტარდება ძაღლებში, კატებსა და მღრღნელებში (Ferret) ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსავლენად. კვლევის შედეგად გაცემული სერტიფიკატი აუცილებელია შინაური ცხოველის საზღვარგარეთ გაყვანისთვის.

მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის მიზნით ერთჯერადი ვაქცინაცია დასაშვებია, რეკომენდებულია ბუსტერ ვაქცინაცია პირველი ვაქცინაციიდან დაახლოებით 4 კვირის შემდეგ.

ეს ზრდის ანტისხეულების საჭირო ტიტრის მიღების ალბათობას: ≥ 0.5 IU/ml

გენეტიკური კვლევები:

ძაღლების გენეტიკური კვლევები იძლევა ინფორმაციას მათი წარმოშობის, გენეტიკური ჯანმრთელობის, ქცევითი თავისებურებებისა და ნათესაური კავშირების შესახებ. მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის რისკების შეფასებისა და პრევენციული მართვისთვის.

  • 365-ზე მეტი ჯიშის სკრინინგს
  • 265-ზე მეტი გენეტიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ტესტს
  • ნათესაური კავშირების იდენტიფიცირებას
  • 15 ქცევითი წინასწარგანწყობის ტესტს
  • 50-ზე მეტი ფიზიკური მახასიათებლის ტესტს
  • ჯანმრთელობის რისკების შეფასებასა და დაავადებების პრევენციას
როგორ ტარდება ვეტერინარიული კვლევები „მრჩეველში?
  • ნიმუშს იღებს ვეტერინარი ბინაზე/კლინიკაში
  • ნიმუში იგზავნება გერმანიაში
  • კვლევის შედეგები მიეწოდება პაციენტს/კლინიკას

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ შესაბამისი კვლევის შერჩევაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კვლევის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:0322 931 000 / 599931000

პარტნიორები

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში