მორფოლოგიური სამსახური

მორფოლოგიური კვლევა (ქსოვილის მიკროსკოპიული შესწავლა) ხშირად წარმოადგენს საბოლოო დიაგნოზის დადგენის საფუძველს და გადამწყვეტ როლს ასრულებს მკურნალობის სწორად დაგეგმვაში.

„მრჩეველიდან“ პაციენტების ბიოლოგიური მასალა იგზავნება გერმანიაში, ვიწრო სპეციალიზაციის მაღალკვალიფიციურ ლაბორატორიებში, სადაც მორფოლოგიური კვლევები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტარდება. ბიოლოგიური ნიმუშები ხვდება ზუსტად იმ ლაბორატორიაში, სადაც კონკრეტული დაავადების დიაგნოსტიკაში საუკეთესო გამოცდილება აქვთ.

მორფოლოგიური კვლევების მიმართულებები:
  • სტანდარტული ჰისტოპათოლოგიური კვლევები (ყველა ტიპის ქსოვილზე, კუნთოვანი ქსოვილის გარდა)
  • იმუნოჰისტოქიმიური კვლევები
  • მოლეკულურ-გენეტიკური და იშვიათი სპეციფიკური ტესტები
სპეციალიზებული რეფერენს-ცენტრები კონკრეტული პათოლოგიებისთვის:

ნიმუში იგზავნება კონკრეტული პათოლოგიის შესაბამის ვიწრო სპეციალიზაციის რეფერენს-ცენტრში, სადაც მუშაობენ სწორედ ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მორფოლოგები:

  • ლიმფური კვანძები ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების სპეციალიზებულ ცენტრში
  • თავისა და ზურგის ტვინის ქსოვილი ნეიროპათოლოგიის რეფერენს-ლაბორატორიაში
  • ძვლის ქსოვილი ოსტეოპათოლოგიის რეფერენს-ცენტრში
  • კანის ქსოვილი დერმატოპათოლოგიის სპეციალიზებულ ცენტრში
  • თირკმლის პათოლოგიები ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეფროპათოლოგიის განყოფილებაში
  • პედიატრიული ასაკის პაციენტების იშვიათი სიმსივნეები შესაბამის სპეციალიზებულ რეფერენს-ცენტრში
  • სხვა შემთხვევებში ლაბორატორიის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული დიაგნოსტიკური ამოცანის მიხედვით
რატომ “მრჩეველის” მორფოლოგიური სამსახური?

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პაციენტის მასალა:

  • სწორად იყოს აღებული – წინასწარ ვაკვალიანებთ პაციენტებს ბიოლოგიური მასალის აღებამდე (ბიოფსია, ოპერაცია), რათა დაცული იყოს ყველა აუცილებელი სტანდარტი
  • ინდივიდუალურად შეირჩეს შესაბამისი მაღალკვალიფიციური, სპეციალიზებული ლაბორატორია გერმანიაში
  • სრულად იყოს უზრუნველყოფილი დიაგნოსტიკისთვის საჭირო დოკუმენტაციით – ვაგზავნით ყველა დამატებით სამედიცინო ინფორმაციას, რაც კვლევის სიზუსტისთვის მნიშვნელოვანია
  • შეგროვდეს და ტრანსპორტირდეს ყველა აუცილებელი წესისა და სტანდარტის დაცვით

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კვლევის პროცესში პირდაპირ და მჭიდრო კომუნიკაციას ვაწარმოებთ გერმანელ პათანატომებთან, რაც უზრუნველყოფს პროცესის კოორდინირებულ და შეუფერხებელ მიმდინარეობას.

მნიშვნელოვანია:  მორფოლოგიური კვლევის დასკვნა წარმოადგენს ლაბორატორიულ დიაგნოზს. მის კლინიკურ ინტერპრეტაციასა და მკურნალობის დაგეგმვაზე პასუხისმგებელია მკურნალი ექიმი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 931 000; 599 087062

პარტნიორები

Opti Path
UKE
Uni Wuerzburg
Uni Muenster
Helios
Vivanets
UKSH Universitätsklinikum
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში