საკადრო პოლიტიკა
“მრჩეველში” დასაქმებულია 200 – ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიაში მოქმედებს ჰორიზონტალური ორგანიზაციული სტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბიუროკრატიულ პროცესებს და თითოეული თანამშრომლისათვის ამარტივებს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობებს.
თითოეული თანამშრომლის მიზანია, შეუქმნას კოლეგებს კომფორტული სამუშაო გარემო და საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა თანამშრომლების მოტივაციის ზრდას.
მრჩეველი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
- პრეანალიტიკური სამსახური
- ადგილობრივი ლაბორატორია
- მორფოლოგიური სამსახური
- რადიოლოგიური სამსახური
- თერაპიული სამსახური
- პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური
- საინფორმაციო სამსახური
- ფინანსური სამსახური
- მარკეტინგი
- ადმინისტრაცია
- ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვა
ხშირად დასმული კითხვები
როგორია თანამშრომელთა სამსახურში მიღების პროცესი?
ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადმოაგზავნოს რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com
- საკვალიფიკაციო და სამუშაო მოთხოვნების შესაბამისად, მოხდება რეზიუმეების გადარჩევა (რეზიუმეების ფილტრაცია);
- შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება;
- ტრენინგი – ტესტირება;
- თანამშრომლად აყვანა;
- თანამშრომლის ორიენტაცია-ადაპტაცია (ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია, კომპანიის მიზნებსა და ამოცანებში და ქცევის სტანდარტებში გარკვევა)
როგორია სამუშაო გრაფიკები?
მრჩეველში, ნებისმიერ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლის სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება კვირაში არაუმეტეს 48 საათისა.
რამდენია მრჩეველში გამოსაცდელი ვადა?
მრჩეველში გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1-დან 6 თვემდე ვადით.
ანაზღაურებადია, თუ არა გამოსაცდელი ვადის პერიოდში მუშაობა?
დიახ, ანაზღაურებადია.
ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო?
დიახ, ანაზღაურდება.
რა ბენეფიტებით სარგებლობენ მრჩეველის თანამშრომლები?
- ჯანმრთელობის დაზღვევით
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობით
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით