ვაჟა-ფშაველას გამზირის №77-ში „მრჩეველის“ ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00-დან 16:00-მდე იმუშავებს, შაბათს კი – 08:00-დან 15:00-მდე.
თბილისის მასშტაბით ეს „მრჩეველის“ რიგით მეცხრე, საქართველოს კი – მეთორმეტე ფილიალია.
„მრჩეველი“ გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს, რომელიც ტარდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში. ყველა კვლევა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციებსა და ხარისხის კონტროლის მოთხოვნებს.
„მრჩეველი“ – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი და წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. 032 2 931 000; 599 931 000