"ახალშობილთა სკრინინგი" თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის
19 თებერვალი, 2025
სამედიცინო ცენტრი ,,მრჩეველი''- ს ლაბორატორია გთავაზობთ გერმანიაში აპრობირებულ კვლევას - "ახალშობილთა სკრინინგს"
კვლევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბავშვთა მეტაბოლური დარღვევების სკრინინგ ლაბორატორიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე, ქართულ ენაზე - "ახალშობილთა სკრინინგი"
ახალშობილთა სკრინინგი - თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა.
სკრინინგის ჩამონათვალში ძირითადად ისეთი თანდაყოლილი დაავადებები შედის, რომელთა დროული, ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე, დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია თითქმის სრული გამოჯანმრთელება, ხოლო მკურნალობის დაგვიანებისას კი შეუქცევადი პროცესები ვითარდება, რაც ძირითადად ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით ვლინდება. ახალშობილთა სკრინინგი მკაცრად რეკომენდებულია გერმანიაში, თუმცა სავალდებულო არ არის – ეს მშობლების არჩევანია.
საქართველოში ახალშობილებს დაბადებიდან მესამე დღეს სკრინინგი მხოლოდ 3 დაავადებაზე უტარდებათ: თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია და მუკოვისციდოზი.
ახალშობილთა სკრინინგი მოიცავს 49-მდე ძირითად დაავადებას შემდეგი ჯგუფებიდან:
მასალა კვლევისთვის: კაპილარული (ქუსლიდან, ხელის თითიდან) ან ვენური სისხლი
კვლევისთის მასალის აღების ვადები:
- დაბადებიდან 36-72 საათში.
- მუკოვისციდოზის სკრინინგის მიზნით <8 კვირის ასაკამდე.
- მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტის სკრინინგისთვის - 1 წლამდე
- მეტაბოლური დაავადებებისთვის მასალის აღება შესაძლებელია ბავშვთა ნებისმიერ ასაკში
- სასურველია დაბადებიდან მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. რადგან ამ დროისთვის უმეტესი დაავადებების კლინიკური სიმპტომები ან საერთოდ არ ვლინდება ან ვლინდება მხოლოდ მსუბუქი ფორმით.
შენიშვნა: ჭიპლარის სისხლი აღნიშნული კვლევისთვის არ გამოიყენება
შენიშვნა:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის მხოლოდ სკრინინგული კვლევა.
ყოველი პათოლოგიური შედეგის შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული დაავადების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად დამატებითი კვლევების ჩატარება, რაც კომენტარის სახით მითითებული იქნება კვლევის შედეგში.
კვლევის ხანგრძლივობა: 7-10 დღის შუალედი
კვლევა ტარდება ბავშვთა მეტაბოლური დარღვევების სკრინინგ ლაბორატორიაში (ჰანოვერი, გერმანია) www.metabscreen.de
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. 032 2 93 10 00