ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
აღწერა
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ვისთვის შეიძლება იყოს ეს ვაკანსია საინტერესო:
** რეზიდენტები
** სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები
რატომ შეიძლება იყოს მრჩეველში ექიმის ასისტენტობა საინტერესო:
** შეძლებთ ისწავლოთ ჯანმრთელი ბავშვის მოვლა, კვება, პროფილაქტიკური ღონისძიებები დაბადებიდან თვრამეტი წლის ასაკამდე.
** რთულ და საინტერესო შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლა.
** პედიატრია - https://mrcheveli.com/medical-services/10
** ლაბორატორიული მედიცინა - https://mrcheveli.com/analysis
** თერაპია - https://mrcheveli.com/medical-services/13
** ჰეპატოლოგია
** გასტროენტეროლოგია
** გინეკოლოგია
** ენდოკრინოლოგია
** ნუტრიციოლოგია
** რადიოლოგია - https://mrcheveli.com/medical-services/12
** გენეტიკა
** ბავშვთა ფსიქოლოგია
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://www.mrcheveli.com/
სამუშაო განაკვეთი: კანდიდატზე მორგებული (სწავლასთან შეთავსებადი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის ანამნეზის შეკრება;
** დიაგნოსტიკის პროცესში მონაწილეობა
** პაციენტისთვის კვლევის და მკურნალობის გეგმის შედგენა
** ქრონიკული პაციენტების მეთვალყურეობა
** რჩევების მიცემა ჯანმრთელი ბავშვის კვების და მოვლის საკითხებზე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩევლის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩევლის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
აპლიკაციის გაგზავნა