სიახლე "მრჩეველის" ზუგდიდის ფილიალში
21 მარტი, 2024
"მრჩეველის" ზუგდიდის ფილიალში უკვე შესაძლებელია სისხლისა და შარდის საერთო ანალიზების ადგილზე ჩატარება.
აღნიშნული კვლევები ყველაზე ხშირად მოთხოვნადია და მათი შედეგები ექიმსა და პაციენტს სწრაფად სჭირდება,
მათი ადგილზე ჩატარება მნიშვნელოვანია იმ მიზეზითაც, რომ სისხლი და განსაკუთრებით შარდი ნაკლებად მდგრადი მასალაა ტრანსპორტირებისას და, სასურველია, კვლევა მასალის აღებიდან რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს.
კვლევის შედეგი: იმავე დღეს
მისამართი: ქ. ზუგდიდი, თავისუფლების ქ.22
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 09:00-18:00
შაბათი: 09:00-15:00
ტელ: 5931000,2378848,599931000
სისხლის საერთო ანალიზი
სისხლის ანალიზატორი- Sysmex XS-500i
ედს (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) - ვესტერგრენის მეთოდი (S-Sedivette®, Sarstedt)
შარდის საერთო ანალიზი+შარდის ნალექის მიკროსკოპია:
შარდის ქიმიური ანალიზი სტრიპის მეთოდით - DocUReader 2 Pro;
შარდის ავტომატური მიკროსკოპია - UriSed mini.
ანალიზატორი იძლევა შარდის ნალექის ფოტოების შენახვის საშუალებას. სურვილის შემთხვევაში შეიძლება გადაეგზავნოს ექიმს.