თუ ხართ სქესობრივად აქტიური, განსაკუთრებით - გყავთ ერთზე მეტი პარტნიორი, გაქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, გეგმავთ ორსულობას- აუცილებლად ჩაიტარეთ კვლევები!
იმიტომ, რომ
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს აქვს პირდაპირი გავლენა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, უშვილობაზე, კიბოზე და ორსულობის გართულებებზე, ასევე ზრდის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადების რისკს.
ინფექციის გადაცემა შესაძლებელია არა მარტო სქესობრივი კონტაქტით, არამედ კანით კანთან კონტაქტით, ინფიცირებული დედიდან შვილზე
უბრალოდ ციფრები:
აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით მსოფლიოში:
- ყოველდღიურად 1 მილიონი ადამიანი ავადდება სქესობრივად გზით გადამდები ინფექციით,
- მათი უმეტესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
- ყოველწლიურად 374 მილიონი ქლამიდიით, გონორეით, სიფილისითა და ტრიქომონიაზით ინფიცირების ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
- 15-49 წლის ასაკის 500 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჰერპეს ვირუსით გამოწვეული გენიტალური ინფექცია.
- ყოველწლიურად 311 000 ქალზე მეტი იღუპება პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოთი.
- 2016 წლის მონაცემებით თითქმის 1 მილიონი ორსული იყო დაავადებული სიფილისით, რამაც 350 000 შემთხვევაში ორსულობის გართულება გამოიწვია.
- ამ ინფექციებით დაავადების შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი გვხვდება 15-დან 24 წლამდე ასაკში.
სქესობრივად გადამდებ ინფექციებში ერთიანდებიან ის ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები, რომლებიც ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდებიან. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მოგვიანებით შესაძლებელია განვითარდეს:
- სხვადასხვა ტიპის გამონაყარი გენიტალიებზე
- მოშარდვისას ტკივილის და/ან წვის შეგრძნება
- გამონადენი გენიტალიებიდან
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
- ტკივილი მცირე მენჯის ღრუში
„მრჩეველის“ადგილობრივ ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პჯრ(PCR) კვლევა.
- ტრიქომონა ვაგინალის - 86.00 ₾
Trichomona vaginalis
- ურეაპლაზმა ურეალიტიკუმ/ურეაპლაზმა პარვუმ - 98.00 ₾
Ureaplasma urealyticum/Ureaplasma parvum
- მიკოპლაზმა ჰომინის / მიკოპლაზა გენიტალიუმ - 98.00 ₾
Mycoplasma hominis/Mycoplasma genitalium
- კანდიდა ალბიკანს / გარდნერელა ვაგინალის - 98.00 ₾
Candida albicans/Gardnerella vaginalis
- ადამიანის პაპილომა ვირუსი DNA (დაბალი რისკი) ტიპი 6/11 - 86.00 ₾
HPV Low risk -Type 6/11
- ადამიანის პაპილომა ვირუსი DNA (მაღალი რისკი) სკრინინგი - 130.00 ₾
HPV High Risk DNA Screening
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - STI (დიდი პანელი) PCR კვლევა
- ტრიქომონა ვაგინალის
- ურეაპლაზმა ურეალიტიკუმ
- ურეაპლაზმა პარვუმ
- მიკოპლაზმა ჰომინის
- მიკოპლაზა გენიტალიუმ
- კანდიდა ალბიკანს
- გარდნერელა ვაგინალის
- ქლამიდია ტრაქომატის
- ნეისერია გონორეა
დიდი პანელის ღირებულება - 412.00 ₾
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - STI (მცირე პანელი) PCR კვლევა
- ტრიქომონა ვაგინალის
- კანდიდა ალბიკანს
- გარდნერელა ვაგინალის
- ქლამიდია ტრაქომატის
- ნეისერია გონორეა
მცირე პანელის ღირებულება - 264.00 ₾
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2931000, 599931000