IgE სპეციფიკური ალერგენების კვლევა
20 მარტი, 2024
რა არის ალერგია?
ალერგია - ეს არის ადამიანის იმუნური სისტემის პასუხი (რეაქცია) სხვა მხრივ უსაფრთხო ნივთიერების მიმართ, რომელსაც ალერგენი ეწოდება.
როდესაც გაქვთ ალერგია, თქვენი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს კონკრეტული ალერგენის მიმართ. იმის მიხედვით, თუ რა გზით ხვდება ის ორგამიზმში, შესაძლებელია განვითარდეს ანთება კანზე, სასუნთქ ან საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შესაბამისად ასხვავებენ ინჰალაციურ, კვებით, მედიკამენტურ ალერგენებს და ა.შ.
ლაბორატორია მრჩეველი გთავაზობთ ინჰალაციური, კვებითი და კომბინირებული ალერგენების პანელებს.
ინჰალაციური ალერგენები
ინჰალაციური ალერგენები წარმოადგენს ალერგენების ჯგუფს, რომელიც ორგანიზმში ალერგენის შესუნთქვით ხვდება.
ალერგენთან კონტაქტის შემდეგ სიმტომები ვლინდება ძირითადად ალერგიული რინიტის, კონუქტივიტის და ალერგიული ასთმის სახით: ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ყელის და თვალების ქავილი, ცრემლიანი თვალები, ხმაურიანი სუნთქვა.
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, როგორიც არის ანაფილაქსიური შოკი.
ძირითადი ინჰალაციური ალერგენებია:
კვებითი ალერგენები
კვებითი ალერგენები ორგანიზმში ხვდება საჭმლის მომნელების ტრაქტის საშუალებით.
კვებითი ალერგიის ძირითადი სიმპტომებია: პირის ღრუს ლორწოვანის ქავილი და წვის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, ნაწლავთა და კუჭის სპაზმი, ფაღარათი, ტაქიკარდია. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.
ძირითადი კვებითი ალერგენებია:
კვლევა ტარდება მრჩეველის ადგილობრივ ლაბორატორიაში. შედეგს თან ერთვის განმარტება.
კვლევის შედეგი - 3 დღის განმავლობაში.
ჯანმრთელობას გისურვებთ