დედის პასპორტი
05 აპრილი, 2024
თუ გეგმავთ ორსულობას, ან სულ ახლახან შეიტყვეთ, რომ ორსულად ხართ, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა!
დედის პასპორტი - ეს თქვენი ორსულობის ისტორიაა, რომელიც გერმანული ანალოგის საფუძველზეა შექმნილი და მრავალწლიან გამოცდილებასა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზეა დაფუძნებული.
დედის პასპორტი მოიცავს ორსულობის დაგეგმვასა და ორსულის 8 ვიზიტს.
თითოეულ ვიზიტზე გაეცნობით იმ კვლევებს და რეკომენდაციებს, რომელიც ორსულობის შესაბამის ეტაპზე უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ნაყოფის ჯანმრთელობას.
პირველი ვიზიტი ხორციელდება ორსულობის დაგეგმვამდე 3-6 თვით ადრე ან ორსულობის რაც შეიძლება ადრეულ ვადაზე.
მრჩეველის მეან-გინეკოლოგი- გვანცა სიდამონიძე გაგიწევთ კონსულტაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ