კლინიკური კვლევები
13 მაისი, 2024
30 აპრილს და 1 მაისს კლინიკა "მრჩეველის" ახალ ლაბორატორიაში, გერმანიის საერთაშორისო თანმშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე: კლინიკური კვლევები.
მომხსენებელი-თამარ მეცხოვრიშვილი, ბიომედიცინის სპეციალისტი, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური კვლევების კოორდინატორი
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ კლინიკური კვლევების სხვადასხვა ასპექტები, როგორებიცაა კლინიკური კვლევების მიზანი და მნიშვნელობა მედიცინაში და მეცნიერებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ახალი მედიკამენტების და ტექნოლოგიების გამოცდის მნიშვნელობას ქრონიკული და იშვიათი დაავადებების პაციენტებისათვის და მათი მკურნალი ექიმებისთვის.
განხილული იქნა თემები როგორიცაა კლინიკური კვლევების დიზაინი, მონაწილე პირთა მოვალეობა-პასუხისმგებლობები, იურიდიული და ფინანსური საკითხები, სტანდარტები გერმანიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბევრი სხვა საინტერესო ასპექტები. ასევე გაიმართა დისკუსია კლინკური კვლევების გამოცდილებაზე საქართველოსა და გერმანიში