ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)
21 მარტი, 2024
ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99% გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსით.
პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. დაინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი სახის სქესობრივი კონტაქტისას, მათ შორის დაცული სქესობრივი აქტის დროსაც.
პაპილომა ვირუსი ყველაზე ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, თუმცა მას სხვა ორგანოების დაზიანებაც შეუძლია, მაგალითად- ვაგინის, ვულვის, ანუსის. ასევე ხშირად ხდება მამაკაცებში ყელის, ანუსის, პენისის და პირის ღრუს სიმსივნეების მიზეზი.
არსებობს პაპილომა ვირუსის 200-ზე მეტი ქვეტიპი, აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 14 ქვეტიპი, რომელსაც შეუძლია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა და ცნობილია მაღალი რისკის ქვეტიპების სახელით.
"მრჩეველის" ადგილობრივ ლაბორატორიაში ტარდება ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების სკრინინგი პჯრ მეთოდით.
ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის სკრინინგი მოიცავს შემდეგ ქვეტიპებს: 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68. თუ კვლევისას რომელიმე ზემოთ ხსენებული ქვეტიპი გამოვლინდა,კვლევის შედეგში მითითებული იქნება სტატუსი - დადებითი.
კვლევის დამატებითი კლინიკური ღირებულება: თუ კვლევის დროს გამოვლინდება შემდეგი 3 დან (16, 18 ან 45) რომელიმე ქვეტიპი, კვლევის კვლევის შედეგში დადებით სტატუსთან ერთად მიეთითება ქვეტიპის დასახელება. მაგალითად: ქვეტიპი 16 დადებითი - ნიშნავს რომ პაციენტი ინფიცირებულია პაპილომა ვირუსის ქვეტიპ 16-ით. ქვეტიპი 18/45 დადებითი - ნიშნავს რომ პაციენტი ინფიცირებულია პაპილომა ვირუსის 18 და/ან 45 ქვეტიპით.
სხვა მაღალი რისკის ქვეტიპები დადებითი - ნიშნავს რომ დადებითია შემდეგი ქვეტიპებიდან (31, 33, 35, 39, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68) მინიმუმ ერთი ქვეტიპი.
გთხოვთ, მასალის ასაღებად პროცედურაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 2931000, 2378848, 599931000
მასალის აღება შესაძლებებლია მრჩეველის ვაკის ფილიალში: ი.ჭავჭავაძის გამზ.47ა
ადამიანის პაპილომა ვირუსის დროული გამოვლენით და შესაბამისი მეთვალყურეობით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება