ფარული სისხლდენა განავალში (FOB)
21 მარტი, 2024
ფარული სისხლდენა განავალში (FOB)
ფარული სისხლდენა განავალში (FOB ) - კოლორექტული კიბოს (CRC) ადრეული სადიაგნოზო სკრინინგული კვლევაა.
მისი საშუალებით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის აღმოჩენა.
კოლორექტული კიბო (CRC) ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული სიმსივნეა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე ადგილზეა სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ფარული სისხლდენის სკრინინგული კვლევა განავალში რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.
ვინ უნდა ჩაიტაროს კვლევა?
45 წელს გადაცილებული პირები
კოლორექტული კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტები:
o ნაწლავის ანთებითი დაავადება
o კოლორექტული კიბოს ოჯახური ანამნეზი
o სიმსუქნე
o დიაბეტი
რა მეთოდით ტარდება მრჩეველში FOB კვლევა?
მრჩეველში, ფარული სისხლდენა განავალში (FOB ) ტარდება ავტომატურ ანალიზატორზე
ანალიზატორი: KROMA Linear
მეთოდი: ტურბიდიმეტრია Clonatest i-FOB
კვლევის უპირატესობები:
შედეგი აისახება ციფრებში, რაც კვლევას მეტად სარწმუნოს ხდის!
არაინვაზიური
მასალის შეგროვება ხდება მარტივად, ლაბორატორიის მიერ მოწოდებულ სპეციალურ კონტეინერში.
კვლევის შედეგი იმავე დღეს
არ საჭიროებს ნაწლავის სპეციალურ მომზადებას და დიეტას
შესაძლებელია პაციენტს თავიდან ავარიდოთ ინვაზიური ენდოსკოპიური გამოკვლევა
კოლორექტული კიბოს (CRC) სკრინინგი და დროული გამოვლენა მნიშვნელოვნად ამცირებს კოლორექტული კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას.