ნაყოფის განვითარების მომდევნო ეტაპის შესახებ
20 მარტი, 2024
ორსულობის 35-ე კვირა ნიშნავს, რომ თქვენ მე-8 თვეში ხართ და სულ რაღაც 1 თვეა დარჩენილი მშობიარობამდე. ნაყოფის სიგრძე 47 სმ-ია, წონა კი 2,2-2,4 კგ. ამ კვირაში, თქვენი პატარას მხრები და ფეხები უფრო იზრდება, მისი კანი ხდება ვარდისფერი და გლუვი, ის ემზადება თქვენთან შესახვედრად!
35 კვირისთვის სისხლის მიმოქცევისა და ძვალ-კუნთოვანის სისტემები სრულად ჩამოყალიბებულია, თმის საფარი, რომლითაც დაფარულია მისი სხეული, ნელ-ნელა ქრება. თქვენი პატარას ფილტვები განაგრძობს ჩამოყალიბებას და სურფაქტანტის წარმოებას. ეს არის ნივთიერება, რომელიც ეხმარება ბავშვის ფილტვებს სათანადოდ მუშაობაში და ჰაერის ჩასუნთქვაში საშვილოსნოდან გამოსვლის შემდეგ.
მისი თირკმელები ახლა სრულად არის განვითარებული და მის ღვიძლს შეუძლია გარკვეული ნარჩენების გადამუშავება. მისი ძირითადი ფიზიკური განვითარების უმეტესი ნაწილი ახლა დასრულებულია. ის მომდევნო რამდენიმე კვირას წონაში მომატებას დაუთმობს.
მეან გინეკოლოგთან კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 2931000, 593740307