ორსულობისას ნაყოფის განვითარების მომდევნო ეტაპის შესახებ
21 მარტი, 2024
ორსულობის მე-13-ე კვირა, ანუ მესამე თვე - ამ დროს პატარას ყველა ორგანო სრულად ჩამოყალიბებულია და მზადაა სამუშაოდ.
თირკმელები იწყებენ შარდის წარმოებას და გამოყოფას ამნიონურ სითხეში. ელენთა სისხლის წითელი უჯრედების წარმოებით არის დაკავებული, რომლებიც ჟანგბადს ანაწილებენ მთელ სხეულში.
თქვენი პატარას ნაწლავები მუცლის ღრუში ინაცვლებს, რადგან იქ მათთვის უკვე საკმარისი ადგილია. ზოგიერთი დიდი ძვალი, მათ შორის თავის ქალის ძვლები, გამაგრებას იწყებს. განვითარებას იწყებს ნაყოფის სახმო იოგები (პირველი ნაბიჯი პირველ სიტყვამდე). ამ დროს თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც ტიტა! მისი წონა საშუალოდ - 20 გრამია, სიგრძე კი, - 8 სმ.
თქვენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში გადადიხართ, რაც ნიშნავს, რომ ყველა ის დისკომფორტი რაც აქამდე თავს იჩენდა, კლებულობს და ხდებით უფრო ენერგიული
მეან გინეკოლოგთან კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 2931000, 593740307