ორსულობისას ნაყოფის განვითარების მომდევნო ეტაპის შესახებ
21 მარტი, 2024
ორსულობის მე-10 კვირის დასრულების შემდგომ საშვილოსნოში მოთავსებულ პატარას ემბრიონად აღარ მოიხსენიებენ, მას უკვე ნაყოფი ქვია. ამ ვადაზე მას უკვე ფორმირებული აქვს ძირითადი ორგანოები, ისეთი როგორიცაა - ტვინი, გული, ფილტვები, ხელები და ფეხები. ეხლა ისინი იზრდებიან და ვითარდებიან. ფორმირდება ძვლები და ხრტილები, ფეხებზე არსებული მცირე ჩაღრმავებები გადაიქცევა მუხლად და ტერფად. მას უკვე შეუძლია კიდურების მოძრაობა.
10 კვირის ვადაზე მოდის კბილის ფერიაც, რომელიც გამცნობთ რომ თქვენს ნაყოფს უვითარდება ღრძილის ქვეშ კბილის ჩანასახი.
სხვა ორგანოებიც უკვე იწყებენ ფუნქციონირებას, კუჭი წარმოქმნის საჭმლის მომნელებელ წვენს, თირკმელი შარდს, ხოლო თუ თქვენი ნაყოფი მამრობითი სქესისაა, ის უკვე გამოიმუშავებს ტესტოსტერონს.
ორსულობის ამ ვადაზე გარკვეული კვლევების ჩატარების დროა (იხ. I ვიზიტის კვლევების პანელი):
ვენურ სისხლში: სისხლის საერთო ანალიზი ფერიტინი სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი TSH ტყვია გლუკოზა უზმოზე სიფილისის სკრინინგი HIV-ის სკრინინგი HbsAg HCV-ის სკრინინგი ტოქსოპლაზმის IgG ციტომეგალოვირუსის IgG წითურას IgG ჩუტყვავილას IgG ჰარმონი ტესტი საერთო β ქორიონული გონადოტროპინი თავისუფალი β ქორიონული გონადოტროპინი ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინ A
შარდში: შარდში შარდის საერთო ანალიზი შარდის ბაქტერიოლოგია
გენიტალურ ნაცხში: გენიტალურ ნაცხში ქლამიდია ტრაქომატისის დნმ (პჯრ) ნეისერია გონორეას დნმ (პჯრ) Pap ტესტი
ინსტრუმენტული კვლევა: მცირე მენჯის ულტრასონოგრაფია