სისხლის საერთო ანალიზის ახალი ნორმის ფარგლები
08 ოქტომბერი, 2024
01.09.2024-დან ლაბორატორია „მრჩეველის“ სისხლის ანალიზის ძირითადი პარამეტრების, როგორც პედიატრიული, ასევე მოზრდილების, ნორმის ფარგლები შეიცვალა.
ლაბორატორია „მრჩეველში“ ნორმის ფარგლების გადახედვა ხდება სისტემატურად. ეს ცოცხალი პროცესია. განახლება ხდება ახალ პოპულაციურ კვლევებზე დაყრდნობით. რაც უფრო დიდია საკონტროლო ჯგუფი და გამოკვლეული სინჯების რაოდენობა, მით უფრო სანდოა მოცემული ნორმის ინტერვალი.
პედიატრიული ნორმის ფარგლების დადგენა რთულია მთელ მსოფლიოში, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ფართო მასშტაბიან პოპულაციურ კვლევებს ატარებენ. ამის მიზეზი, ფართო ფიზიოლოგიური ცვლილების გამო გამოწვეული, ასაკობრივი დინამიკაა. ამ დინამიკის ამსახველი ნორმის ფარგლების ნაკლებობა ზღუდავს ლაბორატორიული ტესტების გამოყენებას ბავშვებში და უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს თავიანთი კვლევის შედეგები.
PEDREF (Next-Generation Pediatric Reference Intervals) - ეს მულტიცენტრული კვლევაა, რომლის ფარგლებშიც გაანალიზებული მონაცემთა ბაზა მოიცავს: 15 გერმანული უმაღლესი სამედიცინო ცენტრისა და ლაბორატორიული სერვისის პროვაიდერის ერთობლივი მონაცემთა ბაზას, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების 20,000,000 სინჯს.
PEDREF - ამ მულტიცენტრულ კვლევას ხელმძღვანელობენ ერლანგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პედიატრიის დეპარტამენტის მეცნიერები: მარკუს მეტცლერი, მანფრედ რაუჰი და იაკობ ცირკი (ხელმძღვანელი: იოაჰიმ ვოლფლი). კვლევა შესრულდა DGKL-ის (გერმანიის კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოება) სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით.
ცვლილება ეყრდნობა შემდეგ ლიტერატურას:
ლიტერატურა პედიატრიული ნორმის ფარგლებისთვის:
1. PEDREF - მულტიცენტრული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით: „Next-generation reference intervals for pediatric hematology“ by Jakob Zierk at al. ნორმის ქვედა ზღვარი შეესაბამება 2,5 პერცენტილს, ნორმის ზედა ზღვარი - 97,5 პერცენტილს.
2. „Labor und Diagnose", L. Thomas, 2020
3. Pediatric Reference Intervals; AACC; 7th edition; 2017
4. Haematology reference intervals for established and novel parameters in healthy adults
J. M. Pekelharing1, O. Hauss2, R. de Jonge3, J. Lokhoff1, J. Sodikromo1, M. Spaans1, R. Brouwer3, S. de Lathouder3, R. Hinzmann2; Diagnostic Perspectives|Volume 1|page 01 – 11
ლიტერატურა მოზრდილთა ნორმის ფარგლებისთვის:
1. „Labor und Diagnose", L. Thomas, 2020
2. Haematology reference intervals for established and novel parameters in healthy adults
J. M. Pekelharing1, O. Hauss2, R. de Jonge3, J. Lokhoff1, J. Sodikromo1, M. Spaans1, R. Brouwer3, S. de Lathouder3, R. Hinzmann2; Diagnostic Perspectives|Volume 1|page 01 – 11
ია ნემსაძე
ლაბორატორია „მრჩეველი“