ნაყოფის განვითარების მომდევნო ეტაპის შესახებ
01 ნოემბერი, 2022
ორსულობის 25-ე კვირა უკვე მე-7 თვის დასაწყისია. ამ დროს საშვილოსნო დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომისაა, ხოლო მუცლის ფორმა ინდივიდუალურია და შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა.
ზოგიერთი ორსულის მუცელი წინ წამოწეულია, ზოგიერთის კი გვერდებზე გაწეული, მაგრამ ეს ყველაფერი ნორმად ითვლება.
ამ დროს თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც ნესვი, მისი წონაა 650-800 გრამი, სიგრძე კი დაახლოებით 33-34 სმ. იგი განაგრძობს ზრდას.მას ყოველდღე ემატება ცხიმოვანი ქსოვილი და თმიანი საფარველი, ნაოჭიანი კანი გლუვი ხდება და ნაყოფი უფრო მეტად ემსგავსება ახალშობილს.
ფილტვები ემზადება სუნთქვისთვის, იწყება სურფაქტანტის გამომუშავება. ფილტვი არაა ერთადერთი ორგანო, რომელიც სუნთქვისთვის ემზადება, ასევე იწყებს მუშაობას ცხვირი. რა თქმა უნდა, საშვილოსნოში ჰაერი არ არის და ნაყოფი სუნთქვაში ვარჯიშის მიზნით ამნიონურ სითხეს სუნთქავს.
ამ ვადაზე ნაყოფი სხვადასხვა სუნსაც გრძნობს, რეაგირებს თქვენს ხმაზე და შესაძლოა საშვილოსნოში მოულოდნელად შეხტეს კიდეც ხმაურისგან შეშინებული.
მეან გინეკოლოგთან კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 2931000, 593740307