ვეტერინარული კვლევები
"მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" - თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის გთავაზობთ ვეტერინარულ ლაბორატორიულ კვლევებს გერმანიაში: ბიოქიმია, ენდოკრინოლოგია, ინფექციური დაავადებები, ტოქსიკოლოგია, ასევე ბიოფსიური და პოსტ-ოპერაციული მასალის პათო-მორფოლოგიურ კვლევებს. კვლევების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
მრჩეველი გთავაზობთ ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის კვლევას გერმანიაში, საერთაშორისოდ აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად გაცემული სერტიფიკატი აუცილებელია თუ თქვენ გსურთ ცხოველის გაყვანა საზღვარგარეთ.
შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის მიზნით ერთჯერადი ვაქცინაცია დაშვებულია, ჩვენ მკაცრად გირჩევთ მეორე ვაქცინაციის, ე.წ. ბუსტერ ვაქცინაციის ჩატარებას, პირველი ვაქცინაციიდან დაახლოებით 4 კვირის შემდეგ, რათა გაიზარდოს ანტისხეულების ტიტრის (0,5 სე/მლ-ის ტოლი ან მეტი) ალბათობა.
ლაბორატორიული მასალის გზავნილი გერმანიაში ხორციელდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი , ოთხშაბათი და პარასკევი.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 931 000 , 599 931 000