GEO
facebook
 

 

განათლება
 
ბოლო 50 წლის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ტექნოლოგიები დაიხვეწა. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დიაგნოსტიკის პროცესში და თერაპიის ეფექტურობის შეფასებისას სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთი ვითარების ფონზე, გასაკვირია, რომ ლაბორატორიული მედიცინის სწავლებას სამედიცინო სასწავლებლებში სათანადო ყურადღება არ ეთმობა. 
 
"მრჩეველის’’, როგორც სამედიცინო სამსახურის, ერთ-ერთი პრიორიტეტი სტუდენტებსა და ექიმებში ლაბორატორიული მედიცინის ცოდნის გაღრმავებაა.
 
ჩვენი მიზანია, სტუდენტებს გავაცნოთ ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელობა თანამედროვე დიაგნოსტიკაში, მისი საფუძვლები, შევძინოთ ლაბორატორიული შედეგების პრაქტიკული გამოყენების ჩვევები. 
2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტები ჩვენთან გადიან ერთკვირიან მოდულს, 2011 წლიდან კი – რეზიდენტურის კურსს ლაბორატორიულ მედიცინაში.
 
სამედიცინო სამსახური "მრჩეველი’’ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული უახლესი ლიტერატურა საშუალებას აძლევს როგორც სტუდენტებს, ასევე ექიმებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ანალიზის შესახებ და პრაქტიკულად გამოიყენონ დიაგნოსტიკისთვის. 
 
სამედიცინო სამსახური "მრჩეველი’’ გეგმავს ტრენინგების ჩატარებას ექიმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება.