GEO
facebook
 

როგორ მოვემზადო ანალიზისთვის ?


ანალიზის ზუსტი შედეგის მისაღებად ერთ-ერთი წამყვანი როლი თქვენ – პაციენტს გეკისრებათ. 

იყავით გულახდილი ლაბორატორიის თანამშრომლებთან, ყოველთვის შეატყობინეთ მათ, რა მედიკამენტს იღებთ, რათა ანალიზის ჩატარებისას გაითვალისწინონ.

ესა თუ ის მდგომარეობა, მედიკამენტები, საკვები ზეგავლენას ახდენს ანალიზის შედეგზე. ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია, მასალის აღების წინ ზუსტად დაიცვათ ის მოთხოვნები, რასაც ლაბორატორიის საინფორმაციო სამსახურში გაგაცნობენ. 



ანალიზების უმეტესობისთვის საგანგებოდ მომზადება საჭირო არ არის, მაგრამ არსებობს ანალიზების ჩამონათვალი, რომელთაც სპეციალური მომზადება სჭირდება. 

ყველაზე ხშირად საჭიროა უზმოზე ყოფნა (მაგალითად, გლუკოზა სისხლში, ლიპიდური ცვლა და ა.შ.). ეს ნიშნავს , რომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს საკვები მასალის აღებამდე მინიმუმ 8 საათის, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, ლიპიდური ცვლა) კი – 12 საათის (შეუძლია დალიოს მხოლოდ წყალი) განმავლობაში.


ზოგიერთი ანალიზისთვის მასალის შეგროვება ბინაზე ხდება (მაგალითად, შარდის, განავლის). ამ მასალის შესაგროვებლად წერილობით ინსტრუქციას და შესაგროვებელ კონტეინერებს ჩვენს ლაბორატორიაში მიიღებთ.

 
თუ რომელიმე მედიკამენტის კონცენტრაცია გაინტერესებთ (მაგალითად, ანტიეპილეფსიური), მასალის აღებისას პრეპარატის ბოლო მიღებიდან 12 საათი უნდა იყოს გასული.

ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე.

ინფორმაციას ანალიზისთვის მომზადების შესახებ მიიღებთ ჩვენი ვებგვერდიდან, ბმულში – ანალიზები, ასევე, ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონებზე: 2931000, 2370071, 2378848, 599931000.