GEO
facebook
 

მრჩეველი - მორფოლოგია

2015 წლის 20 ნოემბერს სამედიცინო ცენტრ „მრჩეველში“ გაიხსნა ახალი დეპარტამენტი „მრჩეველი - მორფოლოგია“, სადაც შესაძლებელია პოსტოპერაციული, ბიოფსიური და სხვა მასალის პათომორფოლოგიური კვლევა.
„მრჩეველი - მორფოლოგია“ არის ჰამბურგ-ვესტის კლინიკის (გერმანია) ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი; ხელმძღვანელი პროფ. აქსელ ნინდორფი. (www.pathologie-hh-west.de )
„მრჩეველი-მორფოლოგია“ გთავაზობთ სრულ პათომორფოლოგიურ მომსახურებას: ციტოლოგია, ჰისტოლოგია, იმუნოჰისტოქიმია, მოლეკულური დიაგნოსტიკა.

  • ჰისტოლოგია (ერთი ბიოფტატი) – 75 ლარი
  • ჰისტოლოგია (ორი ან მეტი ბიოფტატი) – 100 ლარი
  • პოსტოპერაციული მასალა - ჰისტოლოგია – 100 ლარი
  • სარძევე ჯირკვალი -  იმუნოჰისტოქიმიური კვლევა – 500 ლარი
  • სხვა( არასარძევე ჯირკვალი) ქსოვილში ერთი იმუნოჰისტოქიმიური მარკერი – 100 ლარი
  • ციტოლოგია –30 ლარი
  • PAP conventional – 42 ლარი

მორფოლოგიური კვლევის შედეგი - 3 დღეში. იმუნოჰისტოქიმიის საჭიროების შემთხვევაში მასალა იგზავნება გერმანიაში, ჰამბურგ- ვესტის კლინიკაში დამატებითი ღირებულების გარეშე.
იმუნოჰისტოქიმიის პასუხი - 14 დღეში.
დაინტერესების შემთხვევაში მასალისათვის საჭირო კონტეინერები და შეკვეთის ფორმა შეგიძლიათ მიიღოთ ლაბორატორიაში.
მოგეხსენებათ, რომ ლაბორატორია „მრჩეველი“ დაფუძნდა 2001 წელს, დაარსების დღიდან სხვა ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად გერმანიაში იგზავნებოდა მასალა პათომორფოლოგიური კვლევისათვის. ამ პერიოდში ვთანამშრომლობდით სხვადასხვა გერმანულ კლინიკასა და პროფესორთან.
წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ დაგვანახა პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ადგილზე გახსნის აუცილებლობა.

2012 წლიდან ვთანამშრომლობთ ჰამბურგ- ვესტის კლინიკასთან პროფ. ნინდორფის ხელმძღვანელობით, სწორედ მასთან ერთად შედგა ადგილობრივი მორფოლოგიური ლაბორატორიის პროექტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ.9, 2 სართული

ტელეფონი: 2 37 05 97