GEO
facebook
 

პედიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახური “მრჩეველი”

ჩვენი პედიატრიული სამსახური თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე, 1993 წლიდან არსებობს. ამ  წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა – ქვეყანა, მსოფლიო, ტექნოლოგიები, მედიცინა...  უცვლელი რჩება მხოლოდ ჩვენი მთავარი მიზანი – შევქმნათ ხარისხიანი, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სამსახური;  პაციენტს შევთავაზოთ ყველაფერი, რაც დღეისთვის შეიძლება მოგვცეს განვითარებულ მსოფლიოში აღიარებულმა, თანამედროვე, ე. წ. “მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა” მედიცინამ.

ჩვენი პაციენტები არიან ბავშვები და მოზარდები დაბადებიდან 18 წლის ასაკამდე. ამ წლების განმავლობაში ჩვენს ხელში უამრავმა ბავშვმა გაიარა. ზოგი მათგანი უკვე გაიზარდა და გასცდა ჩვენი “კომპეტენციის ასაკს”. გვიხარია, რომ წლების განმავლობაში მოვახერხეთ, გვერდში ვდგომოდით ამ ოჯახებს მათთვის მნიშვნელოვან, სასიამოვნო თუ ნაკლებად სასიამოვნო წუთებში.

ჩვენი ყოველდღიური სამუშაო მოიცავს: 

•          მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მეთვალყურეობას;

•          ჯანმრთელი ბავშვის პატრონაჟს (პროფილაქტიკური გასინჯვა, ვაქცინაცია, რჩევები მშობლებისთვის ბავშვის განვითარებასა და მოვლასთან დაკავშირებით);

•         ფსიქოლოგის კონსულტაციას როგორც ჯანმრთელი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე სხვადასხვა არაორგანული დარღვევის შემთხვევაში(მაგ: ქცევისა და ემოციების დარღვევები, განვითარების           პრობლემები, ენურეზი და ა.შ.).

ვცდილობთ, პატარა პაციენტები მათთვის უცხო და უჩვეულო გარემოთი არ შევაშინოთ. ჩვენთან ვერ ნახავთ თეთრ ხალათებსა და ცივ, პირქუშ “სტერილურ” ოთახებს. ამის ნაცვლად, ბევრი სათამაშო, კეთილგანწყობა, მომღიმარი სახეები და უშუალო ურთიერთობა დაგხვდებათ.

თუ ჩვენთან მოსვლას ვერ ახერხებთ, შესაძლებელია ექიმის გამოძახება ბინაზე (რა თქმა უნდა, ამაში არ იგულისხმება გადაუდებელი შემთხვევები, რომლებიც სასწრაფო დახმარების სამსახურის ფუნქციაში შედის).

ამჟამად ჩვენთან მუშაობს ხუთი ექიმი: ირაკლი რცხილაძე, ლელა ზანგურაშვილი, ნინო ჯაშიაშვილი, ნინო კანკია, მაკა ლომიძე და თამარ ძაგანია. ასევე, ფსიქოლოგი – ნატა მეფარიშვილი. გვყავს ექიმ-ასისტენტებიც (მომავალი ექიმები), რომელთა დახმარების გარეშე ექიმებს ძალიან გაუჭირდებოდათ მუშაობა.

იმისათვის, რომ ვიზიტი თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული აღმოჩნდეს და შეძლებისდაგვარად შემცირდეს “ლოდინის დრო”, გთხოვთ, შეხვედრა წინასწარ ტელეფონით შეგვითანხმოთ.

სამუშაო საათები – 10-18 სთ., შაბათ-კვირის გარდა (შაბათ-კვირას შესაძლებელია ექიმის ბინაზე გამოძახება).

ახალი მისამართი: მთაწმინდის შესახვევი 7ა, I სართული ( შესასვლელი ჭონქაძის ქუჩიდან) .

ტელეფონები: 2996692,  599916692 (ადმინისტრატორი – ქეთი მესტვირიშვილი).

მშობლებს გთხოვთ თან იქონიოთ თქვენი შვილის დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი საბუთი  (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს მოთხოვნა)

ასევე შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ბავშვთა კლინიკურ ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ნატა მეფარიშვილთან.

მასთან მიღებაზე ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 577 492079.

 

 შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე – “სამედიცინო და ფსიქოლოგიური სამსახური მრჩეველი”. აქ პერიოდულად მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას პედიატრიის, ლაბორატორიული მედიცინის, ვაქცინაციისა და მედიცინის სხვა საკითხებზე. გარდა ამისა, სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს.