GEO
facebook
 

უფასო მომსახურება ბინაზე

ლაბორატორია „მრჩეველი“ გთავაზობთ უფასო მომსახურებას ბინაზე ლაბორატორიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით.

პაციენტი იხდის მხოლოდ ჩასატარებელი ანალიზის თანხას.

ბინაზე მომსახურება შესაძლებელია თბილისის ნებისმიერ  უბანში.

გამოძახებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:  293 10 00 / 237 88 48 / 599 93 10 00 ან ელ.ფოსტაზე: info@mrcheveli.com

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით,  09:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე.

ბინაზე მოგემსახურებათ კვალიფიციური ექიმი. მანიპულაციისთვის გამოიყენება Sarstedt-ის  ფირმის ერთჯერადი  ნემსები და კონტეინერები.

გამოძახების გასაფორმებლად საჭიროა შემდეგი ინფორმაცია:

პაციენტის გვარი, სახელი

                     დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი)

                     მისამართი

                     ტელეფონი (მობილური/ბინის)

                     ელ.ფოსტა

                     მკურნალი ექიმი  *

                     ანალიზების ჩამონათვალი

თუ  რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით სარგებლობთ, უნდა იქონიოთ მომართვის ფურცელი, პირადობის მოწმობისა და დაზღვევის ბარათის ასლები. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არასრულწლოვანია, დაბადების  ან პირადობის მოწმობის ასლი.

*   მკურნალი ექიმის მითითება სავალდებულო არ არის

ინფორმაცია პაციენტის შესახებ კონფიდენციალურია.