GEO
facebook
 

ხარისხის კონტროლი

ანალიზების ხარისხის კონტროლის სისტემა ლაბორატორია “მრჩეველში” ყველა დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. მობრძანდით ჩვენთან, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სრული ინფორმაცია   ანალიზის ჩატარების ყველა სტანდარტულ საფეხურზე – შეკვეთიდან პასუხის გაცემამდე. თქვენი სურვილის შემთხვევაში, დაესწრებით და მონაწილე გახდებით იმ პროცესისა, რომელიც ლაბორატორიული კვლევის ხარისხსა და მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.


ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა და გარე კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, იმ სტანდარტებით, რომლებითაც  ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფში გაერთიანებული დასავლეთ- და აღმოსავლეთევროპული ლაბორატორიები ხელმძღვანელობენ.


ხარისხის
 გარე კონტროლს რეგულარულად ახორციელებს სამედიცინო ლაბორატორიების ხარიხის კონტროლის დაცვის საზოგადოება (INSTAND e.V. Gesellschaft zur Foerderung der Qualitaetssicherund in medizinischen Laboratorien e.V., Deutschland. http://www.instandev.de/ringversuche )


ხარისხის
 შიდა კონტროლი ხდება სტანდარტული საკონტროლო მასალითა და ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით. ევროპული ლაბორატორიების გამოცდილების გათვალისწინებით, ლაბორატორია “მრჩეველს” აქვს შიდა სტანდარტიც, რომლითაც გახშირებულია შიდა კონტროლი: საკონტროლო მასალა უზრუნველყოფს ლაბორატორიული აპარატის სიზუსტესთანხვედრაზე კი მოწმდება ყველა პაციენტის სინჯი, რომლის მაჩვენებელიც პათოლოგიურია.


სიზუსტე
 – შედეგების სიახლოვე გამოსაკვლევი სიდიდეების ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან.

თანხვედრა –  ერთსა და იმავე სინჯში დამოუკიდებელი გაზომვების შედეგად მიღებული მაჩვენებლების თანხვედრა, წინასწარ დადგენილ პირობებში.